ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedქვევრი - ქართული ტრადიციული უძველესი ღვინის ჭურჭელი

ქვევრი – ქართული ტრადიციული უძველესი ღვინის ჭურჭელი

ქართული ტრადიციული ქვევრი ღვინის უნიკალური და უძველესი ჭურჭელია. არქეოლოგიური გათხრებისას თიხის კულტურა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია აღმოჩენილი. პირველი თიხის ნაკეთობები ძველი წელთაღრიცხვის VIII ათასწლეულს მიეკუთვნება და მათი უდიდესი ნაწილი სწორედ მეღვინეობას უკავშირდება. ესენია: ქვევრი, კულა, ხელადა, აზარფეშა, ჭინჭილა, დოქი, ფიალა, სურა. ძველისძველ ჭურჭელს ეს სახელები მათი ფორმისა და დანიშნულების შესაბამისად დაერქვა. უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოში ქვევრს ჭურს ეძახიან. ზოგი ვერსიით, ჭური მხოლოდ დიდ ქვევრს ჰქვია, რომელშიც ადამიანს შეუძლია ჩასვლა, თუმცა დღეს ისინი სინონიმებია და ერთნაირი მნიშვნელობით იხმარება.

არქეოლოგიური აღმოჩენები ისტორიკოსებს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მეთუნეობა, იგივე გამომწვარი თიხისგან საგნების დამზადების კულტურა საქართველოში ნეოლითის ხანიდან იწყება. ძვ. წელთაღრიცხვის ბოლოს კი საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეთუნეო დარგი, რომელიც დღემდე უწყვეტად ვითარდება.

2013 წელს ქართულმა ქვევრმა მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა – UNESCO-მ ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციულ  მეთოდს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ორგანიზაციის შესაბამის დოკუმენტში ქვევრის ღვინის დამზადების უნიკალური ტექნოლოგია აღწერილია ასეთი ფრაზით: „მარტივი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ყურძნის საწნახელში დაწურვისგან, ყურძნის ტკბილის, კანის, ყუნწების და წიპწის ქვევრში ჩასხმისგან, ქვევრის დალუქვისგან და ამ ნაერთის 5-6 თვის განმავლობაში დაძველებისგან შედგება“.

ქვევრის აგებულება

  • ქვევრის თავი – ასე ეწოდება ქვევრის იმ ნაწილს, რომელსაც მიწის ზემოთ ტოვებენ და თავისივე ზომის თავსახურს ახურავენ;
  • ქვევრის პირი – ეს ქვევრის ზედა ნაწილია, რომელიც მიწის ზემოთ რჩება, სანამ დაკირავენ;
  • ქვევრის ყელი – ეს არის ქვევრის ზედა ნაწილი, სადაც ფორმა წვრილდება;
  • ქვევრის მუცელი – ქვევრის მუცელი ქვევრის შუა წელია, ჭურჭლის ყველაზე გამობერილი ნაწილი;
  • ქვევრის ძირი – ეს უკვე ქვევრის ქვედა ნაწილია, ფსკერი.
  • ქვევრის ქუსლი – ქვევრის უკიდურესი ქვედა ნაწილი, რომელიც ქვევრის საყრდენია, ძირითადად 10-15 სანტიმეტრის დიამეტრისაა.

მიუხედავად ქვევრის არსებობის მრავალათასწლოვანი ისტორიისა, ქვევრის დამზადების ტრადიციული წესი არ შეიცვალა.

READ  კანაფის ერთ-ერთი ნაერთი მეცნიერებმა სრულიად სხვა მცენარეში აღმოაჩინეს

 

წყარო

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები