ორშაბათი, ოქტომბერი 21, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი“ქვეყანა უნდა ჩავკეტოთ” VS “ლოკდაუნი ვერ იქნება გამოსავალი” - ორი მოსაზრება გამოსავალზე

“ქვეყანა უნდა ჩავკეტოთ” VS “ლოკდაუნი ვერ იქნება გამოსავალი” – ორი მოსაზრება გამოსავალზე

24, 10, 2020 რადიო თავისუფლება



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მზარდია და ექიმების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანა ჯერაც ეპიდემიის აღმასვლის გზაზე დგას. მთავრობა მხოლოდ ფრაგმენტულ შეზღუდვებს აწესებს – ბიზნესი ამბობს, რომ მკაცრ ზომებს ეკონომიკა ვერ გადაიტანს. საზოგადოების და ექსპერტების აზრიც ორად იყოფა.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ექიმებს, რომლებიც ცდილობენ საპირისპირო მოსაზრებების არგუმენტებით დასაბუთებას.
ქვეყანა უნდა ჩავკეტოთ
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც თვლის, რომ ყველაზე მცირე, 28 დღით სრული ლოკდაუნი საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გზაა.
თქვენ ხართ იმ ადამიანთა შორის ერთ-ერთი, ვინც ემხრობა მკაცრ შეზღუდვებს კოვიდთან ბრძოლაში – ამ აზრს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც; რა არის თქვენი არგუმენტი ამ დისკუსიაში და რას მივაღწევთ მკაცრი შეზღუდვებით?
წერტილოვან შეზღუდვებს აქვს ეფექტი მხოლოდ მაშინ, როცა აკონტროლებ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, როცა გაქვს ბერკეტები ეპიდემიის მართვის. როცა ეპიდემიის ნაკადებს ვეღარ აკონტროლებ, ეს ნიშნავს იმას, რომ წააგე ომი ვირუსთან და გჭირდება საგანგებო ვითარება, სრული მობილიზაცია.
ზოგადად მე ლოკდაუნის მოწინააღმდეგე ვარ, ვინაიდან ეკონომიკური ფაქტორები არა მარტო ეკონომიკაზე, ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენს მძიმე გავლენას. არავინ ამბობს, რომ ლოკდაუნი კარგია, ეს არის ბოლო გზა, რომელსაც შეიძლება დაადგე, როცა უკვე ყველაფერი სცადე და სხვა აღარაფერი დაგრჩენია.
აკადემიური, მეცნიერული გამოთვლებით, სამწუხაროდ, საქართველოში ერთადერთი გამოსავალი დღევანდელი მდგომარეობიდან არის ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფი ჩაკეტვა ისე, როგორც იყო მარტში – ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამოვასუნთქოთ. ჯანდაცვის სისტემის ნაწილს, განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, ახლა ძალიან უჭირთ. ყველამ იცის, რომ ექიმი, რომელსაც არ სძინავს, იწყებს მექანიკური შეცდომების დაშვებას.
ჩვენ ეპიდემია გაგვექცა ოქტომბრის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური აფეთქებები აგვისტოში დაიწყო – უფრო კონკრეტულადაც კი შემიძლია გითხრათ, რომ აფეთქებები დაიწყო 24 აგვისტოს. ამ დროიდან უნდა დაწყებულიყო ის წერტილოვანი შეზღუდვები, რაც თვეების შემდეგ მიიღეს ან ჯერაც არ მიუღიათ. მაგალითად, პირბადე სავალდებულო უნდა ყოფილიყო ყველგან, შიგნით და გარეთ, ჩაკეტილიყო ისეთი ადგილები, სადაც ვირუსი ჯერ არ იყო და სადაც სამედიცინო რესურსები გვაქვს ძალიან ცოტა, მაგალითად, რაჭა. გვექნებოდა მწვანე კუნძულები. ჩვენ პირიქით ვამბობდით, რომ შიდა ტურიზმს სჭირდებოდა დახმარება და რაჭაში უნდა დაგველია ღვინო.
სექტემბერში არაფერი გაკეთებულა ამ აფეთქებების წინააღმდეგ – ამ დროს უნდა ჩაკეტილიყო მოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მერე უკვე დიდი ქალაქები. ყველა შეცდომა დავუშვით, რაც შეიძლებოდა დაგვეშვა. ოქტომბრის ბოლოს ვითარება უკვე სრულიად უკონტროლო იყო.
ეს მწარე გადაწყვეტილება სასწრაფოდაა მისაღები – ქვეყანა უნდა ჩავკეტოთ მინიმუმ 28 დღით და სახელმწიფომ კერძო კლინიკებს გაუკეთოს ნაციონალიზაცია, დაავალდებულოს ისინი, ჩადგნენ ეროვნული ინტერესების სამსახურში და მიიღონ პაციენტები, რომელსაც სჭირდება სამედიცინო მომსახურება.
ასევე ნახეთპაატა იმნაძე: ჩვენი გათვლებით ახლა 10 000-მდე მაინც არის დღეში ახალი ავადმყოფი
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ არის და ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ არც იგეგმება. ამ ვითარებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სახელმწიფო კერძო კლინიკებს აიძულებს შეწყვიტონ სერვისები და შეიცვალონ პროფილი?
ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა თქვას, რომ მას სჭირდება ეს საწოლები, მერე უკვე იურისტების და ფინანსისტების საქმეა, ამას როგორ დაალაგებენ. უნდა მოიძებნოს რაიმე გზა.
ახლა იმაზე ფიქრი, როგორ გამოვიყენოთ თავისუფალი საწოლები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, იმას ჰგავს, რუსის ჯარი რომ შემოვიდეს და სახელმწიფო ტენდერს აცხადებდეს ტანკების შესყიდვაზე. ყველა რეანიმაციული საწოლი, ყველა ლაბორატორია უნდა იყოს ნაციონალიზებული – ამ ვითარებაში, როცა უკვე ფაქტობრივად მთელი ქვეყანა ინფიცირებულია, თუკი რომელიმე კლინიკა ამბობს, რომ ის არ არის კოვიდკლინიკა, ყველაზე ცოტა, არაპროფესიონალურია.
ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი სტაციონარული და რეანიმაციული საწოლი კერძო კლინიკებში, რომლებსაც ვერ ვიყენებთ. ცინიკურია, როცა დიდი კლინიკები ამბობენ, რომ [კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის] 10 საწოლს გამოყოფენ.

შეზღუდვების შემოღების ან გაუქმების სისტემა საქართველოში ამ დრომდე ქაოსურია – არ გვაქვს კრიტერიუმები, როგორც, მაგალითად, ავსტრიაში მოქმედი სამფეროვანი შუქნიშანია, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება, ინფიცირებულების ან გადადების ინდექსის რა რაოდენობაზე რა შეზღუდვები უნდა ამოქმედდეს. შესაბამისად, ბუნდოვანია მოსახლეობისთვის, როდის რა არგუმენტით ეზღუდებათ მათ სხვადასხვა უფლება.
ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს გამჭვირვალე და გასაგები. ხალხმა უნდა იცოდეს, რატო აკეთებს მთავრობა ამას. ჩემი დასკვნით, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ელიტამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო წასულიყო ჯოგური იმუნიტეტის გზით – ეს არის ძალიან მკაცრი, მკაფიო გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან მკაცრი, მკაფიო პოლიტიკა. გადაწყვეტილება მიიღეს ოქტომბერში – ნახეს, რომ ლოკდაუნი მოკლე პერიოდში ეკონომიკას ჩამოანგრევდა, სიკვდილიანობა მაინც იქნებოდა და ახლა ამ გადაწყვეტილებიდან უკან არ იხევენ.
მთელი მსოფლიო ცდილობს, მესამე ტალღას, რომელიც იქნება აპრილში, შეხვდეს მომზადებული. საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეორე და მესამე ტალღა იყოს ერთად და ტალღის მაგივრად გვექნება დიდი ცუნამი.
ასევე ნახეთCOVID-ით „დაწინაურებული“ საქართველო
ლოკდაუნი ვერ იქნება გამოსავალი
ნანა გეგეჭკორი, ექიმი ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლიდან, რომელიც კოვიდთან ბრძოლაშია ჩართული კორონავირუსის გამოჩენის დღიდან, სკეპტიკურად აფასებს ლოკდაუნის სიკეთეებს. რადიო თავისუფლებას მან თავისი მოსაზრება ჯერ კიდევ 9 ნოემბერს გაუზიარა და ახლაც გვიდასტურებს, რომ ბოლო სურათმა მისი პოზიცია არ შეცვალა. ნანა თვლის, რომ ჩაკეტვას, თუკი ის სისტემის გასაუმჯობესებლად და განსატვირთად არ არის გამოყენებული, გამართლება არ აქვს და არასწორია, თუკი ქვეყანას ეპიდემიასთან ბრძოლის არსენალიდან მხოლოდ ეს იარაღი ეიმედება.
ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ კლინიკებში ადგილები აღარ არის, ექიმებს ფაქტობრივად შეუსვენებლად უწევთ მუშაობა, სასწრაფო გამოძახებებს ვერ აუდის და სატელეფონო კონსულტაციაც კი შეუძლებელი ხდება ხშირად. რა შეიძლება იყოს გარდამტეხი ამ ვითარებაში და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის პირობებში – დროებითი და მკაცრი ლოკდაუნი? საველე ჰოსპიტლები? ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი?
საქართველომ უკვე გამოიარა ორთვიანი ლოკდაუნი და შედეგად მხოლოდ პანდემიის ტალღის დროებითი გადავადება მიიღო. სამწუხაროდ, ის დრო ვერ იქნა გამოყენებული ჯანდაცვის სისტემის კოვიდინფექციასთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად.
ბუნებრივია, მოქალაქეებს უჩნდებათ კითხვები, რას მოიტანს ახალი „ლოკდაუნი“? უპასუხოდ დარჩენილი კითხვები კი პროტესტს იწვევს და დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებს მათ. ამავე დროს, შეიქმნა სრულიად გაუმართლებელი, ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს, საქართველოს ჰქონდა პირველი ტალღა და ის წარმატებით მართა. ყოველდღე გვესმოდა ტელეეკრანებიდან, როგორ გავუსწარით ევროპასა და ამერიკას პანდემიის წარმატებით მართვაში.
არცერთი რეგულაცია არ იყო დამყარებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზზე, რადგან ასეთი ანალიზი სავარაუდოდ არ ჩატარებულა. ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია გარეშე პირებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. სინამდვილეში კი საქართველოს ახლა აქვს პანდემიის პირველი ტალღა და მას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.
„ლოკდაუნი“, სამწუხაროდ, ვერ იქნება გამოსავალი, თუ ამ დროს გონივრულად არ გამოიყენებ. რას მივაღწიეთ თითქმის ორთვიანი ჩაკეტვებით? უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული. რესურსები არამიზნობრივად გაიხარჯა კოვიდსასტუმროებსა თუ მცირე ან სულაც უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაცია-კარანტინში.
ალბათ შემედავებიან, ახლა წარსულზე საუბრის დრო არ არისო. შეცდომების გაანალიზების და დასკვნების გამოტანის გარეშე წინ ვერ წავიწევთ. სწორედ ამ კონტექსტში ვიხსენებ წარსულს.
აუცილებელია, სასწრაფოდ გადამზადდეს ექიმების და რეზიდენტების მთელი რესურსი, რაც ქვეყანას აქვს. პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაიწყოს ეს გადამზადება. სტომატოლოგებიდან პროფესიონალური რესურსის მოძიების დაწყება არ მგონია იყოს სწორი გამოსავალი. ტრენინგი ისეთი სპეციალობებიდან უნდა დაიწყონ, რომელთა კლინიკური გამოცდილება შედარებით ახლოსაა ზოგად მედიცინასთან. უნდა მოიძიონ დამატებითი ჰოსპიტლები, რომლებსაც მთლიანად კოვიდინფიცირებულების მკურნალობისთვის გამოიყენებენ. ასეთი მიდგომა აადვილებს პაციენტთა მოვლასაც და ინფიცირებისგან სამედიცინო პერსონალის დაცვასაც. ასევე უნდა გამოინახოს ჰოსპიტლები სხვა ტიპის დაავადებების სამართავად არაინფიცირებულებში და იქ მოსახვედრად სწრაფი ტესტირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/30967169.html

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

20 October, 2024
ქრონიკული დაავადებების მართვა სახლში – საინფორმაციო ბუკლეტი (ამბულატორიული მოვლა)

ქრონიკული დაავადებების მართვა სახლში – საინფორმაციო ბუკლეტი (ამბულატორიული მოვლა)

ოქტომბერი 21, 2024
როგორ უნდა დაგეგმოთ საქმეები მთვარის სხვადასხვა ფაზის დროს ისე, რომ წარმატებას მიაღწიოთ

როგორ უნდა დაგეგმოთ საქმეები მთვარის სხვადასხვა ფაზის დროს ისე, რომ წარმატებას მიაღწიოთ

21 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

ოქტომბერი 18, 2024
“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

18 ოქტომბერი 2024
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

ოქტომბერი 18, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ოქტომბერი 20, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები