ორშაბათი, იანვარი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიქოლესტაზი - ღვიძლის, სანაღვლე სადინარის ან პანკრეასის და­ავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ქოლეს­ტაზი

ქოლესტაზი – ღვიძლის, სანაღვლე სადინარის ან პანკრეასის და­ავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ქოლეს­ტაზი

ქოლესტაზი
ქოლესტაზი არის ნაღვლის დინების შემცი­რება ან შეჩერება.
ღვიძლის, სანაღვლე სადინარის ან პანკრეასის და­ავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ქოლეს­ტაზი;
კანი და თვალის თეთრი ნაწილი ყვითლად არის შე­ფერილი, დამახასიათებელია კანის ქავილი, შარ­დი მუქია, განავალი შეიძლება გაღიავდეს და ცუ­დი სუნი ჰქონდეს;
მიზეზის დასადგენად გამოიყენება კვლევის ლა­ბო­რა­ტორიული და, ხშირად, გამოსახუ­ლე­ბი­თი მეთოდები;
მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. მი­ზე­ზის მიუხედავად, წამლების მიღებამ შეიძ­ლება ქა­ვი­ლი შეამსუბუქოს.
ქოლესტაზის დროს ნაღვლის (ღვიძლის მიერ წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი სითხე) დინება ღვიძლის უჯრედებსა და თორმეტგოჯას (წვრილი ნაწლავის პირველი სეგმენტი) შორის ამა თუ იმ ხარისხით შეფერხებულია. თუ ნაღვლის დინება შეწყდა, პიგმენტი ბილირუბინი (ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის ძველი ან დაზიანებული წითელი უჯრედების დაშლის შედეგად) გადადის და გროვდება სისხლში.
მიზეზები
ქოლესტაზის მიზეზები დაყოფილია ორ ჯგუფად – თავად ღვიძლთან დაკავშირებული მიზეზები და მიზეზები, რომლებიც სათავეს ღვიძლის გარეთ იღებს.
ღვიძლისმიერ მიზეზებს მიეკუთვნება: მწვა­­ვე ჰე­პა­ტიტი, ღვიძლის ალკოჰოლური და­ავა­დება, პი­რ­ვე­ლა­დი ბილიარული ციროზი სა­ნა­ღ­ვლე სადინარე­ბის ან­თე­ბითა და დანაწიბურებით, B და ჩ ჰეპატი­ტებით გა­მოწ­ვეული ციროზი (აგ­რეთვე სანაღვლე სადინარების ანთებით და დანაწიბურებით), წამლები, ჰორმონების ზეგავ­ლენა ნაღვლის დინებაზე ორსულობის დროს (მდგომა­რე­ობა, რომელიც მოიხსენიება როგორც ორსულობის ქო­ლეს­ტაზი) და სიმსივნე ღვიძლში.
ღვიძლგარე მიზეზებს მიეკუთვნება: ნაღვლის სა­დინარის კენჭი, ნაღვლის სადინარის შევიწროება (სტრუ­ქტურა), ნაღვლის სადინარის სიმსივნე, პან­კ­რე­­ასის სიმსივნე და პანკრეასის ანთება (პანკრეა­ტიტი).
სიმპტომები
სიყვითლე, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი და გენერალიზებული ქავილი ქოლესტაზის დამახა­სიათებელი სიმპტომებია. სიყვითლე გამოწვეულია ბილირუბინის ჭა­რბი ჩალაგებით კანში, შარდის გა­­მუ­ქების მიზეზია თირკმლების მიერ ბილირუბი­ნის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა. ნაღვლის პრო­დუქტების კანში ჩალაგებამ შეიძლება გამოიწ­ვიოს ქავილი, შემდგომში ნაკაწრებითა და კანის დაზი­ანე­ბით. განავალი ღია ფერისაა, რადგან ბილირუბინი ნაწლავში აღარ გადადის. განავალი შესაძლოა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ცხიმს, რადგან ცხიმიანი საკვების მონელებისთვის საჭირო ნაღველი ნაწლავში ვეღარ ჩაედინება. ცხიმიან განავალს შეიძლება ცუდი სუნი ჰქონდეს. ნაწლავში ნაღვლის ნაკლებობა კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვის დაქვეითებას იწვევს. თუ ქოლესტაზი გახანგრძლივდა, ამ ნივთიერებების ნაკლებობა ძვლის ქსოვილის განლევას იწვევს. სისხლის შედედებისათვის საჭირო K ვიტამინის შეწოვის დაქვეითება სისხლდენადობისკენ მიდრეკილებას განაპი­რობებს.
ქოლესტაზით გამოწვეული გახანგრძლივებული სიყვითლე კანს ჭუჭყისფერს ხდის, კანში ყვითელი ფერის დანალექი კერები აღინიშნება. სხვა სიმპტომების არსებობა, როგორიცაა მუცლის ტკივილი, უმადობა, ღებინება ან ცხელება, დამოკიდებულია ქოლესტაზის გამომწვევ მი­ზეზზე.
დიაგნოზი
ექიმი ცდილობს, სიმპტომებისა და კლინიკური გა­­მოკ­ვლევების შედეგების გათვალისწინებით გან­სა­ზღ­ვ­როს ქოლესტაზის მიზეზი.
უახლოეს წარსულში იმ მედიკამენტების გა­მო­­ყე­ნე­ბა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ქო­­­ლეს­ტაზი, სა­ვარაუდოს ხდის ღვიძლისმიერ მიზეზს. მცირე ზომის, ობობასმაგვარი სისხლძარღვების ქსე­ლი კანზე, გადი­დე­ბული ელენთა და სითხე მუცლის ღრუში (ასციტი) ღვიძლის ქრონიკული დაავა­დების არსებობაზე მიუთითებს, ანუ მიზეზი ღვიძ­ლისმიერია.
ღვიძლგარე მიზეზის არსებობის განმსაზღ­ვ­რელია მუცლის ტკივილის ტიპი და ლოკალი­ზა­ცია (მა­გალითად, პერიოდული ტკივილი მუ­­ც­ლის ზედა მარჯვენა ნაწილში, ზოგჯერ მარ­ჯ­ვე­ნა ბეჭის არეში), გადიდებული ნაღვლის ბუშტი (ვლინ­დება ფიზიკური გასინჯვის ან გამოსახულებითი კვლევების დროს).
ზოგიერთი მონაცემი ვერ მიუთითებს კონკრეტულ მიზეზზე. ეს მონაცემებია: ალკოჰოლის ხშირად და დი­დი რაოდენობით მიღება, უმა­დ­ობა, გუ­ლისრევა და ღე­ბი­ნება. ქოლესტაზის დროს ორი­ენ­ზიმის – ტუტე ფოს­ფა­ტაზი­სა და გამა-გლუ­ტა­მი­ლ­ტრანსპეპტიდაზას დო­ნე სისხლში ძალიან მაღალია. სისხლში ბილირუბინის შემ­ცველობის განსაზღვრის შედეგები ქოლესტაზის სიმძიმის მაჩვენებელია და არა მისი მიზეზისა. როდესაც სისხლის ანალიზის შედეგები ნორმას არ შეესაბამება, თითქმის ყოველთვის ტარდება რადიოლოგიური კვლევა, ჩვეულებრივ, ულტრასონოგრაფია. დამატებით ან ულტრაბგერის ნაცვლად, შეიძლება ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია, ზოგ შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. თუ მიზეზი ღვიძლისმი­ე­რია, ზოგჯერ ტარდება ღვიძლის ბიოფსია და მისი მეშვეობით დაისმება დიაგნოზი. თუ მი­ზე­ზად ნავარაუდებია სანაღვლე სადინარების დახ­შობა, საჭიროა სადინარების უფრო ზუსტი გამოსახულების მიღება, რისთვისაც ტარდება ან ენდოსკოპიური რეტროგრადული ქო­ლან­გი­ო­პან­კრე­­ა­ტო­გრა­ფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ქო­ლან­გი­ო­პან­კრე­ატო­გრა­ფია. ხსე­ნე­­ბულთაგან მეორის დროს მი­იღება მაგნიტურ-რე­ზო­ნანსული გამოსახუ­ლე­ბა, ხო­ლო პირველის დროს საკონტრასტო სა­შუ­ალების ინექციის შემდეგ მიიღება რენტგენოლოგიური გამოსახულება. 

მკურნალობა

ნაღვლის სადინარების დახშობას მკურნალობენ ქი­­რუ­­რ­გიული ან ენდოსკოპიური (დრეკადი და­სა­თვა­ლი­­ერე­ბელი მილი, რომელთანაც და­კავ­ში­­რებულია ქი­რუ­­რ­გიული ხელსაწყოები) მე­თო­დებით. ღვიძლშიდა დახ­შო­ბის სამკურნალო მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია მიზეზზე. თუ სავარაუდო მიზეზი წამლის გამოყენებაა, მისი მიღება უნდა შე­წყდეს; თუ მიზეზი მწვავე ჰეპატიტია, ქოლესტაზი და სიყვითლე ქრება, როდესაც პროცესი ჩაცხრება. პაციენტს ურჩევენ, თავი აარიდოს ან შეწყვიტოს იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც საზიანოა ღვიძლის­თვის (მაგალითად, ალკოჰოლი და ზოგიერთი მე­­დი­­კამენტი).

დასალევი ქოლესტირამინი გამოიყენება ქა­ვი­ლის სამკურნალოდ. წამალი უკავშირდება ნა­ღ­ვლის გარ­კვეულ შემადგენელ ნაწილებს ნაწ­ლა­ვებში და აბრკოლებს მათ უკუშეწოვას, რაც ამ­ცი­რებს კა­ნის გაღიზიანებას. თუ ღვიძლი მძი­მედ არ არის და­ზიანებული, K ვიტამინის მიღებამ შე­იძ­ლე­ბა გა­აუმ­ჯო­ბესოს სისხლის შედედება. მდგრადი ქო­ლე­სტაზის დროს ხშირად ინიშნება კალციუმისა და D ვიტამინის დანამატები, მაგ­­რამ ეს არცთუ მნიშვნელოვნად აბრკოლებს ძვლი­ს ქსოვილის განლევას.

ღვიძლის დაავადების გამოვლინებები

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
პარიზის 6 საუკეთესო ბაზრობა

პარიზის 6 საუკეთესო ბაზრობა

20 January, 2025
პაპილომავირუსის 9-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამით!

პაპილომავირუსის 9-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამით!

იანვარი 20, 2025
ლიეტუვური მედია: ლიეტუვაში 2024 წელს შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

ლიეტუვური მედია: ლიეტუვაში 2024 წელს შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

20 იანვარი 2025
ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

იანვარი 19, 2025
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

იანვარი 20, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

იანვარი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ სახის კანის ნატურალური ნიღაბი ავოკადოსგან

როგორ მოვამზადოთ სახის კანის ნატურალური ნიღაბი ავოკადოსგან

იანვარი 20, 2025
როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

19 იანვარი 2025
მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

იანვარი 19, 2025
Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

იანვარი 19, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები