ქინძი ძალიან პოპულარული მწვანილია და დიდი როლი აქვს მსოფლიოს მრავალ სამზარეულოში. მისი უნიკალური, სურნელოვანი არომატი მსუბუქ და ცოცხალ გემოს ანიჭებს კერძებს. სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში ქინძი მშვენიერი დამატებაა ისეთი კერძებისთვის, რომლებიც შეიცავს ლობიოს, ყველს, კვერცხს, თევზს. მწვანილი ძალიან კარგია, როგორც ტოპინგი, ან გარნირი სუპებისა და სალათებისთვის.
ითვლება, რომ მას აქვს მრავალი სარგებელი ჯანმრთელობისთვის, როგორიცაა საჭმლის მონელების ხელშეწყობა, ანთებისა და ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირება. ქინძი არის A, C, K ვიტამინების კარგი წყაროა. შედის მინერალები: რკინა, მაგნიუმი და ერთ-ერთი გამორჩეული კალიუმით მდიდარი საკვები არის. მისი გამშრალი ნაყოფი (ქინძის თესლი) საკაზმ–სანელებელი საშუალებაა, ხოლო ქინძის ფესვები კი კულინარიაში აქტიურადაა ჩართული. ასე რომ, ეს მწვანილი არა მხოლოდ კარგი საკმაზია, ძალიან ჯანსაღი მცენარეული საკვები.
მასალის გამოყენების პირობები