სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedქართული საწებლები - გასტრონომიული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი

ქართული საწებლები – გასტრონომიული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი

საქართველოში საწებელი შესაძლებელია, ღოღნოშოსგან, შინდისგან, მაჟალო ვაშლისგანაც კი დაამზადონ, მაგრამ ქართველი დიასახლისები მაინც იტყვიან, რომ ტყემალი მოადუღეს. ჩვენი წინაპრებისათვისაც ყველაზე მოთხოვნადი და საყვარელი წითელი, ყვითელი და მწვანე ტყემლისგან მომზადებული ეს უგემრიელესი საწებელი იყო, რომელსაც ისინი ბახუსის დროს ჭიქითაც კი მიირთმევდნენ. ტყემლის საწებელი ნამდვილი ქართული გემოა და იშვიათად ნახავ ქართველს, ტყემალი არ  უყვარდეს. საქართველოში ტყემალს მოგართმევენ მწვადთან, მოხარშულ ხორცთან, კარტოფილთან; ტყემლით შემოგთავაზებენ ახალ კომბოსტოს, ხარჩოს, ჭარხლის სალათას; განედლებულ ტყემალში ჩაგიწყობენ შემწვარ წიწილას და მოხარშულ კვერცხს და ა.შ.

ტყემალი

ტყემლის საწებელს საქართველოში თითქმის ყველა ოჯახში აკეთებენ და ზამთრისთვის ინახავენ. მისი მომზადების წესი სხვადასხვანაირია. ტყემლის სეზონი მაისში იწყება. როგორც კი ნაყოფს კურკა გაუმაგრდება, ამ დროს სახელდახელო საწებელს აკეთებენ. ნაყოფი უცბადვე იხარშება და ახალი, ქორფა  ქინძით, ომბალოთი და ცერეცოთი ზავდება. ამ დროს ახალი კარტოფილი და ტყემალი ნამდვილი სეზონური წყვილია. 

შესანახი ტყემალი ცოტა მეტი თადარიგით მზადდება. ზოგს მწვანე ტყემალი უყვარს, ზოგს – წითელი, ყველაზე გვიან ყვითელი და ვარდისფერი ტყემალი მწიფდება და საწებელიც შესაბამისი ფერის გამოდის. ქვაბში ქინძისა და ომბალოს ტოტებს აფენენ, რომ ნახარშს არომატი მიეცეს, მერე იყრება ნაყოფი და ისხმება წყალი,  ყოველ კილოგრამ ტყემალზე – 1 ჭიქა. 

მოხარშვის შემდეგ ტყემალი გრილდება, იხეხება და აყვავებული ან მარცვლიანი ქინძით, ნივრით, ომბალოთი, ცერეცოთი, წიწაკითა და მარილით ზავდება. ყველაფერი გატარებული ან ძალიან წვრილად დაჭრილი და დანაყილი უნდა იყოს (თუკი გვინდა, პროდუქტი ხასხასა ფერის გამოვიდეს). რა თქმა უნდა, შესანახი ტყემალი იხუფება.

სანამ საოჯახო-საკონსერვო ტექნოლოგიები განვითარდებოდა, ტყემლის საწებელს დიდხანს ადუღებდნენ, მერე ბოთლებში ასხამდნენ, ჰერმეტიზაციისათვის თავს სანთლით უწებავდნენ და სუფთა ადგილზე მიწაში პატარა ორმოში ჩაფლავდნენ. ეს იყო შენახვის ყველაზე საიმედო მეთოდი. სხვა საწებლებსაც ამ წესით ინახავდნენ. 

სხვა საწებლები

ქართულ სამზარეულოში დიდი პოპულარობით სარგებლობს პომიდვრის საწებელი. თუ ადრე პომიდვრის დიდხანს დადუღებით იღებდნენ საწებელს, ახლა ბულგარული წიწაკით, ხახვით, ნივრითა და ვაშლითაც აკეთებენ, ზოგიერთი დიასახლისი მიხაკ-დარიჩინსაც უმატებს. 

READ  რატომ არის საუკეთესო არჩევანი “ფაიზერი” – გიორგი ფხაკაძის განმარტება

ბოლო დროის ქართული სამზარეულოს აღმოჩენაა ფეიხოის საწებელი. გათუთქულ და გახეხილ ფეიხოას ზუსტად ისე ანელებენ, როგორც მწვანე ტყემალს და საუკეთესო გემოს იღებენ.

ქართული სამზარეულო ბევრ სხვა საწებელსაც იცნობს – ალუბლის, მაყვლის, შინდის საწებლებს, თუმცა საუკუნეებია, ტყემალი პირველობას არაფერს უთმობს.

 

წყარო

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები