ორშაბათი, ივლისი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიქართული სამზარეულოს თავისებურებები

ქართული სამზარეულოს თავისებურებები

არსებობს მოსაზრება, რომ ქართულ სამზარეულოში ბევრი აზიური კერძია, თუმცა საქმე სხვაგვარადაა. აბრეშუმის გზაზე მდებარე მთავარი ქვეყანა – საქართველო, რომელიც აზიასა და ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს, იღებდა და თავის ყაიდაზე აქცევდა სხვადასხვა კონტინენტის სამზარეულოს ნიმუშებს.

ქაბაბი, ხინკალი, ტოლმა, ჩიხირთმა, ბოზბაში, ყალია, ხაში, ყაურმა – ეს კერძები საქართველოში ისე მზადდება, სხვა გასტრონომიის კუთვნილებად მისი მოხსენიება მართებულად არ მოგეჩვენება. 

პარალელურად არსებობს: საცივი, შქმერული, ჩახოხბილი, კუჭმაჭი, ნიგვზიანი  ხარჩო, ბაჟე და კიდევ არაერთი კერძი, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ქართული ფესვები აქვს. 

საქართველო საინტერესოა იმითაც, რომ ამ პატარა ქვეყანაში ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი სამზარეულო წარმოაჩენს. მაგალითად, მხოლოდ ქართლში მზადდება შეჭამანდები – მაწვნის, დოს, შინდის, ღოლოს; სვანეთში – უნიკალური ყველი ნარჩვი, საოცარი კუბდარი და თაშმიჯაბი; სამეგრელოში – ელარჯი და გებჟალია; გურიაში – საცივი, კუპატი; იმერეთში – ვარია ისრიმ-მაყვალში და ათასნაირი ფხალეული; აჯაფსანდალი ნამდვილი ქალაქური, თბილისური კერძია; მწვადი ყველგან იწვება, მაგრამ განთქმული მაინც კახური მწვადია; მთიანეთში უნიკალური დამბალხაჭოა; მესხეთ-ჯავახეთში – აპოხტის ხინკალი, ბაქმაზი; აფხაზეთში – უნიკალური აჯიკა და აფხაზურა; სამაჩაბლოში – ხაბიზგინები და მხლოვანები, აჭარაში – ყურუთი და ბორანო… 

წყარო

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ხაჭაპური: ქართული სამზარეულოს მარგალიტი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

hyazenkaruuk