ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ უგემრიელესი პუდინგი მოცვითა და თხილით

მოამზადეთ უგემრიელესი პუდინგი მოცვითა და თხილით

მისი გემო და არომატი ისეთივე საუცხოოა, როგორც მისი მომზადების სიმარტივე.

თუ არ გაქვთ თხილი, შეგიძლიათ, გამოიყენოთ კაკალი ან ნუში. მათი დაქუცმაცებით მიიღებთ პუდინგს, რომელიც ძალიან მოუხდება ფუნთუშას.

ინგრედიენტები:

  • 1   ცალი დასაჭრელი თეთრი პური
  • 250   გრამი გაყინული მოცვი
  • 100   გრამი კარაქი
  • 100   გრამი ყავისფერი შაქარი
  • 80   გრამი თხილი/პეკანი
  • 2   ცალი კვერცხის გული
  • 150   მლ/ლ ცხიმიანი ნაღები
  • 1⁄2  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადების მეთოდი:

ნაბიჯი 1

გააცხელეთ ღუმელი 180°-მდე. გაალღვეთ მოცვი. გამლღვალი კარაქი აზილეთ შაქართან და მიღებული მასა წაუსვით საცხობ ფორმას. ფორმაში მოათავსეთ ნახევრად დაჭრილი თხილი/პეკანი და მოცვი, ზემოდან კი მოაყარეთ შაქარი იმდენი, რომ 1 ჩ/კ დაგრჩეთ.

ნაბიჯი 2

დაჭერით პური 1 სმ. სისქის ფენებად (ბულკი ხომ არ გვეცადა?) და მოათავსეთ მოცვზე იმდენი, რომ დაფაროს. კვერცხის გულს დაამატეთ ვანილი, დაასხით ნაღები და ათქვიფეთ. მოასხით ფუნთუშას ვანილისა და ნაღების ნაზავი და მოაყარეთ დარჩენილი შაქარი.

ნაბიჯი 3

გამოაცხვეთ პუდინგი ღუმელში 20-25 წუთით და ბოლოს გადმოაპირქვავეთ ლანგარზე.

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  VIDEO: როგორ გამოიყურება გიორგი ფხაკაძის საახალწლოდ მორთული სახლი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები