1. ცხიმიანი თევზი
მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც აძლიერებს ადამიანის ტვინის უჯრედების გარშემო არსებულ კედლებს, რომელსაც ნეირონები ეწოდება. 2017 წლის კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც უფრო მეტი ომეგა 3 ჰქონდათ მიღებული, ტვინში უკეთესი სისხლის მიმოქცევა დაუფიქსირდათ.
2. შავი შოკოლადი
შოკოლადის განსაკუთრებული ინგრედიენტი, კაკაო, შეიცავს ანტიოქსიდანტების მსგავს ნივთიერებას, რომელიც ებრძის ყველა იმ საფრთხეს, რამაც შეიძლება ტვინი დააზიანოს. რაც იმას ნიშნავს, რომ როცა შავ შოკოლადს მიირთმევ, უნდა გახსოვდეს,რომ მას შესანიშნავი გემოს გარდა, მნიშვნელოვანი როლიც აქვს – შენს ტვინს უკეთ ფუნქიონირებაში ეხმარება.
3. კენკრა
მარწყვი, მაყვალი, მოცვი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც ჩვენს გონებას ანთებისა და სტრესისგან იცავს, ეხმარება ტვინის უჯრედებს უკეთ ფუნქციონირებაში, მოქნილობაში და ასაკით გამოწვეულ გონებაგაფანტულობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
4. თხილი და მარცვლები
შეიცავს ომეგა 3-ს და კიდევ უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს. კვლევებმა აჩვენა, ხანდაზმულები, რომლებიც თხილს ჭამენ, გონება უკეთ უმუშავებთ. მზესუმზირის მარცვალში, ნუშსა და თხილში არსებული E ვიტამინი ტვინს იცავს სტრესისგან, რომელიც ხშირია ხანდაზმულებში.
5. ყავა
ყავაში არსებული კოფეინი გვეხმარება გამოფხიზლებაში, გონებრივ სიჯანსაღესა და ასაკით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემების რისკის შემცირებაში.
6. მთელი მარცვლეული
ყავისფერი ბრინჯი, ქერი და შვრიის ფაფა მდიდარია E ვიტამინით, რომელიც იცავს ჩვენი ტვინის უჯრედებს სტრესისაგან. ასაკთან ერთად, ეს უფროდაუფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი გონებრივი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.
7. ავოკადო
ავოკადოში შემავალი ჯანსაღი ცხიმები ებრძვის მაღალ წნევას, რომელსაც ტვინის დაზიანება შეუძლია. ამ მხრივ, ავოკადოს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჩვენი გონებრივი სიჯანსაღის საკითხში.
8. არაქისი
უჯერი ცხიმებით, პროტეინითა, E ვიტამინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული არაქისი, გიცავთ ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი.
9. კვერცხი
კვერცხი შესანიშნავი ტვინის მკვებავია, განსაკუთრებით თუ საუზმის დროს მიირთმევთ. მასში შედის ვიტამინი B (B-6, B-12), ფოლიუმის მჟავა, რაც გონებას სიჯანსაღესა და ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.
10. ბროკოლი და კომბოსტო
ორივე ბოსტნეული გონებისთვის ძალიან სასარგებლოა, რომელიც ამცირებს სტრესის განცდასა და სიჯანსაღეს უნარჩნებს გონებას. შეიცავს C ვიტამინს და სხვა ანტიოქსიდანტებს, რაც ეხმარება გონებაგაფანტულობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
11. სოიოს პროდუქტები
აქ შემავალი ანტიოქსიდანტები ტვინს დაზიანებისგან იცავს, რაც აუმჯობესებს აზროვენბის უნარს.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები