ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიპასუხს ითხოვენ ამ კითხვაზე – არის თუ არა მართლაც ეს ვირუსი ხელოვნური?...

პასუხს ითხოვენ ამ კითხვაზე – არის თუ არა მართლაც ეს ვირუსი ხელოვნური? – რას უყვება “ალიას”

30/12/2020

„ალიას“ ესაუბრება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელმაც შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მისი მოწოდებების შედეგად, მისი საყვედურების შემდეგ, მის მიერ გავრცელებული მიმართვის შემდეგ, ძალიან მალე, მართლაც გაიაფდა სამედიცინო პირბადე 15 თეთრამდე და მას „ფხაკაძის პირბადეც“ კი შეარქვეს.


– პირველ რიგში, მადლობა 15 თეთრიანი პირბადეებისთვის. პირდაპირ თქვენი დამსახურებაა პირბადეების ფასის კლება. როგორი შეგრძნებაა?


– უამრავი ადამიანი მწერს მადლობას, მაგრამ ჩვენ ეს „ფხაკაძის პირბადე“ ერთად გავაკეთეთ, მედიამ, მოსახლეობამ. როცა ვიდეომიმართვა ჩავწერე, 530 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა მალევე, მერე გაავრცელა მედიამაც. საერთო ჯამში, საქართველოში, მგონი, არ დარჩენილა ადამიანი, ვინც არ გაიგო, რომ პირბადის წარმოება ჯდება 13 თეთრი.


ვიმეორებ, ვსაუბრობ კარგი ხარისხის, სამედიცინო პირბადეზე, სამშრიანზე, უხარისხოზე საერთოდ არ ვსაუბრობ. სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდი, რომ არ მოგატყუოთ, დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ვესაუბრე პირბადის მწარმოებლებს, ჩინეთში, ევროპაში, ამერიკაში, გავეცანი დოკუმენტაციებს, ყველა დეტალი შევისწავლე, იმდენად, რომ თუ მოვინდომებ, თავისუფლად შემიძლია მეც გავხსნა პირბადის საწარმოებლად ქარხანა. ამის მერე ჩავწერე ის ვიდეო.


ვფიქრობ, ახლა საქართველოში ნაკლებად შეიძლება მოიძებნოს ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ პირბადის წარმოება ჯდება 13 თეთრი და რომელმაც უკვე არ იცის, როგორი უნდა იყოს პირბადე, რომელიც მას დაიცავს. სიმართლე რომ გითხრათ, სულ არ ევალებოდა მოსახლებას ამის ცოდნა, სულ არ არის აუცილებელი ხალხმა იცოდეს, რომელი პირბადე დაიცავს და რა ჯდება მისი წარმოება, უნდა იყიდებოდეს ის პირბადე, რომელიც ეფექტურია და უნდა იყიდებოდეს სრულიად ხელმისაწვდომ ფასად.


ამის გასაკონტროლებლად არსებობს საქართველოში ინსტიტუტები, მეტსაც გეტყვით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დებულებაში პირდაპირაა გაწერილი, რომ მათ ეს უნდა აკონტროლონ… მათი გასაკონტროლებელია, მაგრამ ალბათ, გამორჩათ, ისინიც ძალიან ბევრს მუშაობენ…


– მართლა ფიქრობთ, რომ გამორჩათ? რამდენიმე დღის წინ, ე.წ. სარქველიანი პირბადით რომ წარსდგა ჯანდაცვის მინისტრი ხალხის წინაშე, იმ პირბადით, რომელიც არ ამცირებს გადადების საფრთხეს, ესეც გამორჩათ? ახლა რომ ისევ არის დაშვებული ის პირბადეები გაყიდვაში, რომელიც არ გიცავს ვირუსისგან, ეგეც გამორჩათ?


– მე პოზიტივი მინდა დავინახო და მოდი, ვთქვათ, მოდი, ვიფიქროთ, რომ გამორჩათ. თუმცა, გიდასტურებთ, კი, ეს ნამდვილად მათი გასაკეთებელი საქმე იყო. ვიდეო ჩართვა გავაკეთე 14 დეკემბერს საღამოს და ათი დღეც არ იყო გასული, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ შედეგს. ეს პირბადე, მხოლოდ ამ ვირუსისგან კი არ გვიცავს, გვიცავს გრიპის ვირუსისგანაც და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი აქცია, მუდმივად ასე ხელმისაწვდომ ფასად უნდა იყიდებოდეს, რომ ყველამ შეძლოს მისი შეძენა.


– თქვენ თქვით, რომ საავადმყოფოებში ისეთი პირბადეები შეჰქონდათ, რომლებიც არ იყო ხარისხიანი და რომელმაც დააინფიცირა მედპერსონალი…


– სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდი რამ მოხდა. მსოფლიოში ბევრი ექიმი, ექთანი დაინფიცირდა ამ ვირუსით, მაგრამ უმეტესად ეს შემთხვევები არ სცდება რამდენიმე პროცენტს, საქართველოში სამედიცინო პერსონალი ყველაზე მეტი ოდენობით დაინფიცირდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ეს იყო გამოწვეული უხარისხო პირბადეებით.


აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული, ვისი ბრალეულობაა და რატომ დიანფიცირდა ყველაზე მეტად სამედიცინო პერსონალი საქართველოში. მხოლოდ კოვიდკლინიკებში კი არა, ყველა კლინიკაში, პოლიკლინიკაში, სასწრაფოს ბრიგადებში ყველას, აფთიაქებში ყველას, უნდა ეკეთოს ხარისხიანი პირბადე.


– ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ვირუსი ხელოვნურად შექმნეს, თქვენ რას ფიქრობთ?


– სრულიად ლეგიტიმური კითხვაა, მსოფლიოს უდიდესი კომპანიები გაკოტრდნენ პანდემიის დროს, ქვეყნები, კომპანიის მფლობელები პასუხს ითხოვენ ამ კითხვაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ხელოვნურად შექმნილი ვირუსი და მართლაც ცხოველიდან გავრცელდა, თუმცა, ეს არის მხოლოდ ვარაუდი.


მე არ მინახავს კვლევის შედეგები, არ ჩამიხედავს მიკროსკოპში, არ მჭერია ხელში დოკუმენტები, ამიტომ, ზუსტი პასუხი არ მაქვს. დარწმუნებული ვარ და თქვენც ნახავთ, ამ კითხვას გაეცემა პასუხი. უკვე დაწყებულია გამოძიება, ამ პასუხს მხოლოდ მე და თქვენ კი არა, გიგანტი ქვეყნები ითხოვენ, მათ აინტერესებთ, ბუნებამ დააზარალა ისინი, თუ ვინმე კონკრეტულმა.


რადგან, თუ აღმოჩნდა, რომ ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა, უნდათ ის, ვინც ეს ჩაიდინა გაასამართლონ, დანაკარგის ანაზღაურება მოსთხოვონ. ამიტომ, ამ კითხვაზე პასუხი აუცილებლად გვექნება.,


– მოგვცეს რეკომენდაცია, რომ ამ ახალ წელს, არ მივიდეთ მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან. თქვენ რას გვირჩევთ?


– 25 დეკემბერს შობა ავღნიშნეთ ევროპაში ჩემ სახლში. ვიყავით 6 ადამიანი, აქედან ყველაზე ასაკოვანი სტუმარი იყო 86 წლის ქალბატონი, ყველაზე პატარა 7 წლის. ვთქვი, რომ ჩემი სახლი არ მაძლევდა საშუალებას, ამაზე მეტი სტუმარი მიმეღო, რადგან თითოეული იწვა ცალკე ოთახში, ვისხედით 2 მეტრის დისტანციით, სადილზეც კი. სამზარეულოში ჩემ გარდა არავინ შევუშვი, რადგან იქ მაინც არსებობს რისკი, ნაკლებად იყო დაცული. ამ 86 წლის ქალბატონს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი, ამიტომ დავთანხმდი მის სტუმრობას, თორემ არ დავთანხმდებოდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველანი ვიყავით პირბადით.


თუ თქვენ გაქვთ საშუალება რომ დაიცვათ ასე რეგულაციები, კი ბატონო. დააწვინოთ ცალკე ოთახში, დაიცვათ ყოველ სკამს შორის 2 მეტრიანი დისტანცია და ა.შ. მოვერიდოთ ამ ახალ წელს ბებიებს და ბაბუებს. მივულოცოთ ტელეფონით, გავუგზავნოთ ფული, საჩუქრები. დასასრულ კი, ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. რაც მთავარია. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი, პოზიტიური ადამიანი ცხოვრობს, დავეხმაროთ ერთმანეთს, გავერთიანდეთ, სიყვარულით ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ შევძელით „ფხაკაძის პირბადე“ 15 თეთრად, ეს ხომ წარმოუდგენელი გვეგონა?


ძალა ერთობაშია. ვიყოთ ძლიერები, ერთიანები, შევინარჩუნოთ ახლა სიცოცხლე და მერე ერთად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, აღვადგენთ ეკონომიკას და ყველაფერს გავაკეთებთ, მთავარია, ახლა შევინარჩუნოთ სიცოცხლე. 2021 წელი ყოფილიყოს ერთმანეთის სიყვარულის და ერთიანობის წელი.


თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/pasukhs-ithkhoven-am-kithkhva/


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?

გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?

28 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები