სოციალურ ქსელში პოპულარული და ყველა დიასახლისისთვის კარგად ნაცნობი “ფუდ ბლოგერი” IFIF ANA – ანა მათაიშვილი “შენისუფრა”-ს მკითხველს უზიარებს პასკის საუცხოო რეცეპტს. ამ პასკის უნიკალურობის საიდუმლო შემდეგ დეტალებშია – მომზადების სპეციფიკა, საუცხოო არომატი და დროის დაზოგვა მზადების პროცესში…
დაგჭირდებათ ინგრედიენტები:
✅️კვერცხი 11 ც
✅️მარილი 1/2 ჩ.კ
✅️ოთახის ტემპერატურის რძე 1 ლ
✅️შერბილებული კარაქი 500 გრ
✅️ფქვილი 2 კგ
✅️საფუარი 1,5 ს.კ
✅️ზეთი 3 ს.კ
✅️შაქარი 1,200 კგ
✅️ვანილი 2
✅️ილი/კარდამონი 1 ჩ.კ
✅️შაფრანი 1/3 ჩ.კ( თუ ვერ იშოვით, გამოტოვეთ)
✅️2 ლიმონის ცედრა
✅️მუსკატი 2 ჩ.კ
✅️ქიშმიში 500 გრ (თეთრი და შავი შერეულად )
✅️ცუკატი 300 გრ
✅️შაქრის ფანტელი, თავზე მოსაყრელად
✅️კარაქის ნაჭერი პასკის თავზე მოსასმელად
✨️თეთრი, ბუნებრივი ნაჭრის ტომარა (შესაძლებელია ბალიშის პირის გამოყენება)
✨️მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინგრედიენტი იყოს ოთახის ტემპერატურის.
მომზადების წესი:
კვერცხს შევურიოთ ვანილი, მარილი, შაქარი და გავთქვიფოთ. მიღებულ მასას ვუმატებთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქს. ამასობაში თბილ რძეს დავუმატოთ საფუარი, ფქვილი და დავაყოვნოთ. როგორც კი საფუარი გაღვივდება, ვუმატებთ კვერცხის მასას და ვზელთ ცომს. კარგად მოზელილი ცომი გადაგვაქვს ნაჭრის ტომარაში და ვათავსებთ ქვაბში. ქვაბი უნდა ავავსოთ ონკანის ცივი წყლით. ამის შემდეგ, ველოდებით, თუ როდის ამოვა ცომი წყლიდან.
კარგად ამოსული ცომი გადავიტანოთ ზეთიან ტაფაზე. პარალელურად, შაქარს დავუმატოთ სუნელები, ლიმონის ცედრა და ქიშმიშსა და ცუკატებთან ერთად კარგად შევაზილოთ ცომს.
ჩვენი პასკაც მზად არის!
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები