ორშაბათი, ოქტომბერი 21, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ნაჩუქარი 100 000 დოზაც ნაგავში გადასაყრელია ფაქტიურად და აი, რატომ…“-გიორგი ფხაკაძე

„ნაჩუქარი 100 000 დოზაც ნაგავში გადასაყრელია ფაქტიურად და აი, რატომ…“-გიორგი ფხაკაძე

19/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ გვესაუბრება:

„თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ინფორმირებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

მეგონა საღი აზრი გაიმარჯვებდა, საჯაროდ ბევრჯერ გავაფრთხილე გადაწყვეტილების მიმღებნი, მაგრამ ამაოდ, არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ღუპავს საქართველოს!

ახლა გავშიფროთ ეს გადაწყვეტილება, – რბილად, რომ ვთქვათ, მცდარობა:
–თავშივე ვიტყვი, 2 მლნ თუ რაც გადაიხადეს ამ ნაგავში, წყალში გადაყრილი ფულია. ჩინური ვაქცინის ნაჩუქარი 100 000 დოზაც ნაგავში გადასაყრელია ფაქტიურად და აი, რატომ:
– ექსპერტები და ეპიდემიოლოგები, ვინც მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოში ჩინური ვაქცინით მესამე ტალღის შესაჩერებლად, ან უცოდინრები, ან კორუმპირებულნი არიან!


საკითხს მივყვეთ თანმიმდევრიბით:
– დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამიოდე დღის წინ აღიარა, – საქართველოში ცირკულირებადი ვირუსების 70% ბრიტანული შტამია, ხოლო ძველი შტამი, ე.წ. „უხანის ვირუსი“ მხოლოდ 30%-ია. საქმე იმაშია, რომ ჩინური ვაქცინა საერთოდ არ მოქმედებს ბრიტანულ შტამზე. გამოდის, რომ ამ 70%-ს ის ვერაფერს უშველის. დარჩენილ 30% „უხანურ ვირუსზე“ რა ხდება?!
თვითონ ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა უხანური, ძველი შტამის წინააღმდეგ არის მხოლოდ 50% (ეს რამდენიმე დღის წინ თავად ჩინეთის მთავრობამ აღიარა). ანუ გამოდის, ამ 30%-ის ნახევარს ანუ 15%-ს დაიცავს.
მარტივი არითმეტიკაა – ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში 100 ადამიანიდან მხოლოდ 15 იქნება დაცული, ეს არის ბაზისური ეპიდემიოლოგია!
„უხანური ვირუსი“ უკვე მილევადია, სექტემბრისთვის პრაქტიკულად აღარც იქნება, სეზონურ გრიპივით იქნება. მაქვს შეკითხვა, რისთვის გვინდა ეს ჩინური ვაქცინა?!
უკვე სამ კვირაზე მეტია, მესამე ტალღაა დაწყებული. წესიერი ვაქცინაც რომ გვქონდეს, იმუნიტეტს მინიმუმ პირველი გაკეთებიდან ერთი თვე სჭირდება, ანუ დღესაც რომ დავიწყოთ კარგი ვაქცინით მასიური ვაქცინაცია, იმუნიტეტს ერთ თვეში მივიღებთ. ესეც მარტივი ეპიდემიოლოგიაა, – უკვე დაწყებულ მესამე ტალღას ვაქცინაციით ვერ შევაჩერებთ!


„ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ყოველდღე ახალი ნეგატიური ამბები მოდის. უკვე ნორვეგიაც აპირებს მისი გამოყენების შეწყვეტას, მიიღეს გადაწყვეტილება – ვისაც ასტრაზენეკას პირველი დოზა აქვს უკვე გაკეთებული, მეორე დოზად ფაიზერს გაუკეთებენ. დანიამაც საერთოდ შეაჩერა მისი გამოყენება. რაც შეეხება გერმანიას, იქ მხოლოდ 60 წლის ზემოთ აკეთებენ, საფრანგეთსა და კანადაში – 55 წელს ზემოთ;
ჩემს გვერდზე დავდე ინფორმაცია სპეციალისტებისთვის, რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება ექიმებმა და პაციენტებმა ასტრაზენეკას გაკეთებამდე და გაკეთების შემდეგ.
ერთადერთია ფაიზერის ვაქცინა, რომელსაც სხვა ვაქცინებთან შედარებით ეფექტიანობა მაღალი აქვს, ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს, ასევე, შედარებით კარგად ფარავს სხვადასხვა შტამებს.
კიდევ ერთი პრობლემა, ზოგადად, ორდოზიან ვაქცინებთან დაკავშირებითა. ადამიანები, ნებისმიერ ქვეყანაში, მეორე დოზის გასაკეთებლად ყველანი არ ცხადდებიან. სტატისტიკის თანახმად, მაგალითად, ამერიკაში მეორე დოზის გასაკეთებლად აცრილთა 10% არ მივიდა. ეს ხდება ქვეყნებში, სადაც ელექტრონული ჯანდაცვაა. საქართველოში, სადაც ელექტრონული ჯანდაცვა საერთოდ არ არის, როგორ ვაპირებთ აცრილი ადამიანების გაფრთხილებას, რომ მივიდნენ მეორე დოზის გასაკეთებლად?! როგორ ვაპირებთ, ამ პროცესის ელექტრონული მენეჯმენტის განხორციელებას?!
კიდევ ერთი პრობლემა: – თქვენ იცით, თუნდაც „ფაიზერის“ შემთხვევაში, მესამე დოზის გაკეთებაცაა საჭირო მეორე დოზით ვაქცინირებიდან 5 თვის შემდეგ? ვინმემ გითხრათ ეს? ან ვინმე ზრუნავს, რომ ეს მესამე დოზა შემოიტანონ?! – არა!
გეკითხებით, ჩინურ ვაქცინას არა აქვს არც ჯანმოს და არც ერთი ძლიერი მარეგულირებლის აღიარება. არ მუშაობს საქართველოში 70%-ით გავრცელებულ ბრიტანულ შტამზე. რატომ მიდიხართ ამ ნაბიჯზე? ჩინური პროტოკოლით უნდა ჩაატაროთ ვაქცინაცია?!


ვინ არის ეს 82 ექსპერტი, ვინც ვაქცინაციის გეგმის ნაცვლად სადღეგრძელო დაწერა და ამდენი შეცდომის დაშვების შესაძლებლობა გააჩინა ამ გეგმით. დადეთ ამ ექსპერტების და ეპიდემიოლოგების სია საჯაროდ! ერი უნდა იცნობდეს თავის მავნებლებს! ოდესმე ხომ დალაგდება ეს ქვეყანა და მოგეკითხებათ!

არავინ დამაბრალოს ანტივაქსერობა! მე ვარ პირველი მომხრე ვაქცინაციის, ოღონდ რისკების სწორად შეფასების და პროცესის სწორად წარმართვის შემთხვევაში.
თქვენი ოჯახის ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია და სწორად შეაფასეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისკების გათვალისწინებით მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება! დაიმახსოვრეთ, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უსაფრთო!
ვირუსს ახასიათებს ციკლურობა, იმედია, მაისის ბოლოსკენ ვირუსის გავრცელების მრუდი უკვე ქვემოთ წავა. მზის ულტრაიისფერი სხივებიც თავის საქმეს იზამს. მანამდე ძალიან გაუფრთხილდით თავს!“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის თარიღი დაასახელა.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:

„მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები უკვე დაასრულებენ მუშაობას ყველა იმ პროტოკოლსა და დეტალურ რეკომენდაციაზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დანერგვას. „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი გაიხსნება 27 აპრილისთვის.

სინოფარმის“ ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში, ჩინეთის მწარმოებელს 200 მილიონზე მეტი დოზა აქვს გაცემული სხვადასხვა ქვეყანაში, ვაქცინაცია საკმაოდ ეფექტურად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით მიმდინარეობს.

ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით ექსპერტები მხარს უჭერენ, ქვეყანაში „სინოფრამის“ ვაქცინის გამოყენება დროულად დაიწყოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს განიხილავს.

ვფიქრობთ, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ „ასტრაზენეკას“ არჩევანი გვაქვს მხოლოდ 55 წლის ზემოთ, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო, აპრილის ბოლოს თუ არ მოხდა ვაქცინის სრული აღიარება, ამან კიდევ არ შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, ავტორიზაცია აპრილის ბოლოსთვის არის დაგეგმილი და ვაქცინაციის ადმინისტრირება ქვეყანაში მაისის დასაწყისიდან დაიწყება“.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.


ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“, -პეკინი (AP)- ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს


ლინკი – https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

20 October, 2024
ჭრილობის მოვლა სახლში – საინფორმაციო ბუკლეტი (ამბულატორიული მოვლა)

ჭრილობის მოვლა სახლში – საინფორმაციო ბუკლეტი (ამბულატორიული მოვლა)

ოქტომბერი 21, 2024
რვა ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში წლის ბოლომდე ნამდვილი სასწაული მოხდება

რვა ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში წლის ბოლომდე ნამდვილი სასწაული მოხდება

21 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

ოქტომბერი 18, 2024
“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

18 ოქტომბერი 2024
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

ოქტომბერი 18, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ოქტომბერი 20, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები