ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ? - გიორგი ფხაკაძე

მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ? – გიორგი ფხაკაძე

30/04/2021

“მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია”,-ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისი მოსაზრებით, სააღდგომოდ, როცა ყველაფერი ღიაა, საფლავების ჩაკეტვა გაუმართლებელია. ხოლო რაც შეეხება საფლავებზე ქეიფის, ამის პრევენცია პატრულსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეუძლიათ.


“აღდგომა ჩემთვის დღესასწაულია. სასაფლაოზე ქეიფი, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, უდიდესი რაღაცაა, ჩვენ რომ ჩვენს წინაპრებს პატივს ვცემთ და ვიხსენიებთ. მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია.

კინოთეატრში თურმე შეიძლება, წახვიდე, მეტროში შეგიძლია ჩახვიდე, ხალხით გადაძეძგილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლია ახვიდე, სასაფლაოზე არ შეიძლება ადამიანი გავიდეს?!


ჩემი მოსაზრება მარტივია.. დაკეტე მეტრო, კინოთეატრი, რესტორანი, ღრეობა, პურმარილი, სადაც ინფექციაა. მაგრამ სასაფლაოს დაკეტვა? დააყენე მუნიციპალიტეტის ხალხი, პოლიცია და ღრეობა და პურმარილი აკრძალე, მაგრამ საფლავებზე გასვლა?


მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინაპრების მონახულება უმნიშვნელოვანესია. მე ახლა საქართველოში რომ ვიყო და ვიღაცამ ამიკრძალოს დედაჩემის საფლავზე გასვლა, ხომ მივასიკვდილე, ვინცაა მისასიკვდილებელი? ვის აქვს უფლება, გამაჩეროს?


თუ მთელი ქვეყანა იქნება დაკეტილი, კი ბატონო, მაგრამ მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ? ხომ ხედავთ, რომ 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი არ მუშაობს, მაინც მთელი ქალაქი გარეთ დადის. მაინც ყველანი საშვებზე ჩალიჩობენ. არ იმუშავა 9 საათზე ჩაკეტვამ, იმიტომ, რომ მეტრო და გადავსებული ავტობუსები ყველაზე დიდი გამავრცელებელია. ამ „ვითომ, ვითომ“ ცხოვრებას თავი დაანებეთ” – აცხადებს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/mteli-qveyana-gakhsnilia-da-asaflaos-ketavt-giorgi-fkhakadze




READ  გიორგი ფხაკაძე:„და რა გააკეთა ვაქცინაციის საბჭომ, რომ ეს არ ყოფილიყო…“ – „მარტის თვე იქნება...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები