4 ნოემბერი, 2021
„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე წერს:
„მორიგი კარგი ამბავი მსოფლიოდან. როგორც გითხარით ადრე, ყოველი 2-3 კვირა ახალი “კოვიდ” წამლები გამოჩნდებიან ბაზარზე. ზოგი იქნება პრევენციული, ზოგი დამხმარე, და ასე შემდეგ.
Molnupiravir “მოლნუპირავირი” დამზადებულია კომპანია Merck “მერსკი”-ს მიერ (ეს ის კომპანია არის კოვიდ ვაქცინა რომ ჩაუვარდათ და მთელი რესურსები წამალზე გადმოისროლეს). ანალოგიურ წამალზე ასევე მუშაობს კიდევ 5 მსხვილი კომპანია…
როგორ მუშაობს ეს წამალი: თუ დაინფიცირდით უნდა მიიღოთ იმწუთასვე.
რა ეფექტიანობა აქვს: წამლის მიღების ეხმარება პაციენტს, რომ უფრო იოლ ფორმაში გადაიტანოს კოვიდი და არ ამოყოს თავი რეანიმაციაში.
რა ღირს: ერთი პაციენტის მკურნალობის კურსი ღირს 700$ (ფასდაკლებით)
სად შეიძლება შეიძინო: არსად, არც ერთ აფთიაქში არ გაიყიდება და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საავადმყოფოში (480,000 დოზა ნაყიდი ააქვს ბრიტანეთს და 1.7 მილიონი დოზა ამერიკას).
საქართველოს რა, ამ ახალი ამბიდან? – არაფერი
ვაქცინების საკითხი არ არის მოგვარებული ქვეყანაში და ახალ წამლებზე ვინ არ რატომ უბდა ისაუბროს?
ფაქტია, ფაიზერის ვაქცინა ღირს 17$ და კარგად მუშაობს. რავი, ჩინური 32$ ღირს და არ მუშაობს და მაინც ტენიან საქართვრლოში. რემდისევირი 2000-3000 ღირს და არაეფექტურია და მაინც ტენიან საქართველოში. რა გითხრათ, მსოფლიო სწავლობს შეცდომებზე და მიდის წინ.
დიახ, 2021 წელი არის კოვიდ ვაქცინების და კოვიდ წამლების წელი
დიახ 2022 წელი არის კოვიდის კონტროლის წელი და მსოფლიოს ბევრ ადგილას (ძირითადად მდიდარ ქვეყნებში) კოვიდი იქნება დამარცხებული
მე მჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველოც იქნება ამ ქვეყნების სიაში, სადაც კოვიდი იქნება კონტროლის ქვეშ,
ჯანმრთელობას გისურვებთ “
https://www.cbsnews.com/…/merck-covid-treatment-pill…/
https://www.washingtonpost.com/…/covid19-pill-merck…/
https://www.bbc.com/news/health-59163899…
https://www.nbcnews.com/…/uk-approves-mercks-covid-19…
https://www.ctvnews.ca/…/u-k-authorizes-merck-antiviral…
https://www.independent.co.uk/…/covid-pill-drug…
https://www.cnbc.com/…/merck-oral-covid-pill-approved…
—
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
https://youtube.com/@drpkhakadze
—
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil