ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრაციონალური კვების 6 მთავარი პრინციპი

რაციონალური კვების 6 მთავარი პრინციპი

ჯანსაღი ცხოვრების წესზე იმდენი მითი არსებობს, ალბათ ვერ დავითვლით, მაგრამ როგორც ყველგან, ამ მიმართულებითაც არსებობს ყველაზე ხშირად გავრცელებული მითები და ეს ეხება სწორ და არასწორ კვებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ჯანსაღად, იგივე რაციონალურად კვებას გადავწყვეტთ, ძირითადად, ახლობლების რჩევებს ვეყრდნობით ან ინტერნეტში, ფორუმებსა და ჯგუფებში რასაც ამოვიკითხავთ, გვსურს ყველაფერი გავაკეთოთ, რასაც სპეციალისტები, რა თქმა უნდა, არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყველაზე ცუდი რჩევა, რასაც ამ დროს ერთმანეთს ვაძლევთ ხოლმე არის – “ჩემი გამოცდილებით გეუბნები”, რადგან ვიღაცის გამოცდილება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ჩვენც იდეალურად გამოგვადგება.  ვისწავლოთ გარჩევა: რა არის ამ მიმართულებით მითი და რა არის რეალობა.

1 მითი: ნახშირწყლები საერთოდ არ უნდა მიიღო, თუკი სწორად კვება გსურს

როცა ამ მითს ვიგებთ, როგორც წესი, ვერ ვხვდებით, რომ საუბარია მარტივ, ანუ სწრაფ ნახშირწყლებზე, რომლებსაც შეიცავს შაქარი, თეთრი პური და კარტოფილი, მაგრამ ნახშირწყლების მთლიანად ამოღება მენიუდან, არაფრით არ შეიძლება. ე.წ. რთული ნახშირწყლები აუცილებლად უნდა მივიღოთ, თუ ჯანსაღ კვებაზე გვაქვს საუბარი. რთულ ნახშირწყლებს კი პარკოსნები, რუხი პური და სხვადასხვა ხილი შეიცავს.

2-ე მითი: დღეში 2 ლიტრი წყალი

ბოლო დროს სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ყველა ადამიანისთვის წყლის დღიური დოზა განსხვავდება და ყურადღება წყურვილის შეგრძნებას უნდა დავუთმოთ. რასაკვირველია, წყალი თავის მხრივ სასარგებლოა და მისი ყოველდღიურად მიღება მნიშვნელოვანია, თუმცა საუბარი ფიქსირებულ ორ ლიტრზე, გადამეტებულია.

3-ე მითი: თუ გახდომა გსურს, დაითვალე კალორიები

წონის კლების მიზნით, კალორიების თვლა ძალიან გავრცელებული მეთოდია და ბევრ შემთხვევაში, ეფექტურიც, თუმცა დიეტოლოგები მოგვიწოდებენ, ყურადღება მივაქციოთ, რას ვიღებთ და როგორ. მაგალითად, შეიძლება დღეში 1 შოკოლადის ბატონი არ იყოს ბევრი კალორია, მაგრამ ასე კვება ძალიან მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. კალორიების დათვლისას გავითვალისწინოთ იმ პროდუქტების ღირებულება, რომლებსაც შევიტანთ დღის მენიუში.

4-ე მითი: მიირთვით უშაქრო გაზიანი სასმელები

არა! თუკი ჯანსაღი კვება გაქვთ გადაწყვეტილი, მხოლოდ სიტყვა “უშაქრო” ნუ მოგხიბლავთ ამ შემთხვევაში, რადგან ნებისმიერი გაზიანი სასმელი უამრავ ქიმიკატს შეიცავს და ვერ ჩაითვლება სწორ კვებად.

 

5-ე მითი: 30 წლის მერე ამოიღეთ მენიუდან წითელი ხორცი და რძე

ამ მითსაც საკმაოდ ხშირად გაიგონებთ, თუმცა ექიმები გვარწმუნებენ, რომ ორივე პროდუქტი – წითელი ხორციცა და რძეც, თავის მხრივ, სასარგებლო პროდუქტებია და არ არის აუცილებელი 30 + ასაკის ადამიანებისთვის მათი რაციონიდან ამოღება.

 

6-ე  მითი: საღამოს 6 საათის მერე არ ჭამოთ

ეს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და დამკვიდრებული მითია, რომლისაც ბევრს სჯერა. სინამდვილეში, დაძინებამდე სასურველია მინიმუმ 3 საათით ადრე მაინც ვივახშმოთ და ვახშამი იყოს მსუბუქი, მთელი დღის რაციონთან შესაბამისობაში მოსული. ის, რომ 6 საათის შემდეგ საკვების მიღება მომაკვდინებელია, ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს.

და ბოლოს,  ყველაზე გავრცელებული მითით შევაჯამოთ – ჯანსაღი კვება ხშირად ერევათ მკაცრ დიეტებსა და შიმშილში, რაც არასწორია! სწორი კვება ყველა იმ პროდუქტის ზომიერად მიღებაა, რომლებიც ჩვენ გვიყვარს. ამ დროს მთავარი ბალანსის დაცვაა, რაც თავისთავად, რა თქმა უნდა, წონის კორექციაშიც დაგვეხმარება, თუმცა ამას გარდა, ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ჯანსაღი კვება ტვინის მუშაობაზეც დადებითად აისახება, ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას და ტონუსში ამყოფებს ჩვენს ორგანიზმს.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ბალისიკატა, იტალია: ტოპ აქტივობები

ბალისიკატა, იტალია: ტოპ აქტივობები

26 March, 2025
როგორ ვსწავლობთ შეცდომების მეშვეობით? მეცნიერებმა ტვინის აქტივობაზე დაკვირვებით გაარკვიეს!

როგორ ვსწავლობთ შეცდომების მეშვეობით? მეცნიერებმა ტვინის აქტივობაზე დაკვირვებით გაარკვიეს!

მარტი 26, 2025
მსოფლიოში ზედაზედ მესამე წელია ყინულოვანი მასის სწრაფი დნობა ფიქსირდება, რაც დედამიწას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს

მსოფლიოში ზედაზედ მესამე წელია ყინულოვანი მასის სწრაფი დნობა ფიქსირდება, რაც დედამიწას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს

26 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

მარტი 26, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

მარტი 26, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თმის ფერი –გაზაფხულის ტრენდი

თმის ფერი –გაზაფხულის ტრენდი

მარტი 26, 2025
როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

26 მარტი 2025
დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრების განახლების მიზნით კონკურსი ცხადდება

დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრების განახლების მიზნით კონკურსი ცხადდება

მარტი 26, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები