17/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით არის უფრო ბევრი კითხვები, ვიდრე პასუხები.
„ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით არის უფრო ბევრი კითხვები, ვიდრე პასუხები.
შედარებისთვის, – „ფაიზერთან“ და „ასტრაზენეკასთანაც“ არის შეკითხვები, მაგრამ ეტაპობრივად მათზე პასუხების გაცემა ხდება. „ფაიზერის“ გამოყენება უკვე 12 წლის ასაკიდან მოხდება, „ასტრაზენეკამ“ კი ბავშვებში კვლევა შეაჩერა. ეს ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ ახალგაზრდებში ეს ვაქცინა მაინცდამაინც კარგი არ არის. 60 წელს ზევით უფრო ეფექტურია.
რაც შეეხება ჩინური ვაქცინების პროპაგანდისტებს. თქვენ, ალბათ, ნახეთ ჩემი საჯარო მიმოწერა ახალგაზრდა ექიმ არჩილ მარშანიასთან, რომელიც, როგორც გავიგე, სასწრაფო დახამარების სამსახურში მუშაობს, რაც, სხვათა შორის, საჭირო საქმეა, ასევე ტელევიზიასთან თანამშრომლობს და აქტიურად არის ჩართული გარკვეულ პროცესებში. მესმის, ზოგს პარტიული დავალება აქვს, ზოგს – სხვა ტიპის, ზოგს რეიტინგი უნდა.
მე არ მაინტერესებს რეიტინგი. წეღან ვნახე, თურმე 93 000 გამომწერი მყოლია ჩემს ფეისბუქგვერდზე. ჩემი ბრალია, რომ ადამიანებს აინტერესებს ის, რა ინფორმაციებსაც ვაწვდი?! ზოგი ამ ციფრის დანახვაზე ბრაზდება. ხალხო, ილაპარაკეთ სიმართლე და 90 000 კი არა, 2 მლნ გამომწერი გეყოლებათ.
და კიდევ, როცა ვსაუბრობთ მედიცინაზე, უმთავრესია პირველწყარო. ისიც გვახსოვდეს, მედიცინა არის მუდმივად განვითარებადი მეცნიერება და ის, რაც რელევანტური იყო ერთი თვის წინ, შეიძლება, შეიცვალოს. მედიცინაში მუდმივად უნდა ვისწავლოთ და სიახლეებს გავეცნოთ.
ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით სანდო კვლევების პირველწყაროები არა გვაქვს, არის მარტო „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“ სიტუაცია. ყველა ის ინფორმაცია, რაც არის ჩინურ ვაქცინებზე, არის ან ჩინეთის კომუნისტური, დიქტატორული მთავრობის მიერ გავრცელებული, ან სხვადასხვა ქვეყნებში ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევები“, -აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze