პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ მარწყვისა და კიტრის მარტივი და სასარგებლო წვენი

მოამზადეთ მარწყვისა და კიტრის მარტივი და სასარგებლო წვენი

განტვირთვისთვის ეს წვენი ძალიან გამოგადგებათ. მარწყვთან და კიტრთან ერთად მის შემადგენლობაში ვაშლი და სტაფილოც შედის. შესაბამისად, ის ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო გემოსა და არომატის მქონე წვენია.

 

ინგრედიენტები:

  • 6 ცალი ახალი მარწყვი
  • 1 ცალი დიდი კიტრი
  • 1 ცალი დიდი წითელი ვაშლი
  • 2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
  • ყინულის კუბები

მომზადების დრო: 15 წთ.

მომზადების მეთოდი:

ბლენდერში მოათავსეთ შედარებით რბილი ინგრედიენტები და აბლენდერეთ, სანამ კარგად არ დათხელდებიან. შემდეგ ჩაამატეთ უფრო მყარი ინგრედიენტები და ისინიც დათხელებამდე აბლენდერეთ. მოიმარჯვეთ მარლა. დაბლენდერებული მასა გადაიტანეთ სპეციალურ ჯამში. მოამზადეთ მეორე, ცარიელი ჯამიც. მიღებული მასა ერთი ჯამიდან მეორე ჯამში უნდა გადაწუროთ. ცხადია, მარლის გამოყენებით. მიღებულ წვენში ჩაყარეთ ყინულები და გემრიელად მიირთვით.

მკვებავი ერთეული:

კალორიულობა: 69 კალორია.

ცხიმი: 0 გრ.

ბოჭკო: 1 გრ.

ნახშირწყლები: 15 გრ.

ცილა: 1 გრ.

ფოლიუმის მჟავა: 48 მგ.

ქოლესტერინი: 0 მგ.

შაქარი: 12 გრ .

C ვიტამინი: 56 მგ.

კალციუმი: 53 მგ.

რკინა: 1 მგ.

ნატრიუმი: 30 მგ.

კალიუმი: 566 მგ.

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  5 მცენარე ცხიმისმწველი ეფექტით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები