პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმარწყვის ტორტის რეცეპტი - მარტივია, სცადეთ!

მარწყვის ტორტის რეცეპტი – მარტივია, სცადეთ!

ინგრედიენტები:

გულსართი

  • შაქარი
  • მარწყვი

კრემი:

  • მდუღარე წყალი
  • მარილი
  • ვანილი
  • შაქარი
  • ფქვილი

ინგრედიენტები:

  • ვანილი
  • ფქვილი
  • შაქარი
  • კვერცხი

მომზადების მეთოდი:

ბისკვიტი:15 ცალი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ისე რომ, ჯამს რომ გადმოვატრიალებთ კედლებს არ მოცილდეს. ნელ-ნელა ჩავყაროთ 15ს/კ შაქარი, 15 კვერცხის გული, 15 ს/კ ფქვილი, ვანილი. ჩავასხათ ცხიმწასმულ საშუალო ზომის ფორმაში და გამოვაცოთ 150 გრადუსსზე აერღუმელში ან ძალიან დაბალ ცეცხლზე თავზე მჭიდროდ დახურულ ქვაბში.(არ დაგავიწყდეთ ქვაბს ჩაუფინოთ 3 ფენა თეთრი ქაღალდი, თუ ზემოდან აცხობთ) შეგიძლიათ გამოიყენოთ თუჯის ქვაბიც, შუშის თავსახურით, რათა ცხობისას არ მოგვიხდეს თავის გადახდა.
კრემი: 1 ჩ/ჭ ფქვილი, 2 ჩ/ჭ შაქარი, ვანილი და 1/4 ჩ/კ მარილი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. დავასხათ მდუღარე წყალი, თან ვურიოთ რომ არ გაუჩდეს კოლტები.შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე, არ შევწყვიტოთ მორევა. რომ ადუღდება დავტოვოთ ცეცხლზე 3-4 წთ, სანამ ოქროსფერი არ გადაკრავს. გადმოვდგათ და გავაციოთ
400 გრ კარაქი მიქსერით კარგად გავათეთროთ. შევურიოთ გაციებულ ფაფას, ვუყოთ ვანილი, კონიაკი და ცოტა ხანი კიდევ ვთქვიფოთ, სანამ კრემი არ გახდება ფუმფულა.
გულსართი: 1 კგ მარწყვი და ვჭრათ ან ონნავ დავჭყლიტოთ, დავაყაროთ 2 ჭიქა შაქარი და გავაჩეროთ სანამ წვენს არ შეიყენებს.
მომზადება: კარგად გაციებული ბისკვიტი გავჭრათ 3 ფენად. პირველ ფენას მოვასხათ მარწყვის გულსართი, წავუსვათ კრემი და დავაფინოთ მეორე ფენა. გავიმეოროთ იგივე. ხოლო მესამე
ფენას ზემოდან წავუსვათ მხოლოდ კრემი და მოვრთოთ სურვილისამებრ
author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ განვტვირთოთ ორგანიზმი ახალი წლის დღეებში, მძიმე საკვებისგან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები