ზაფხულის სიცხე ხშირად უწევს პროვოცირებას საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა პრობლემებს, ამიტომ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ კვების რაციონს.
სიცხეში ადამიანის ორგანიზმი გაძლიერებულად კარგავს სითხეს. ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბად გამოიყოფა ვიტამინები და მიკროელემენტები (განსაკუთრებით წყალში ხსნადი ვიტამინები C, B1, B2, B6 და PP). შედეგად ორგანიზმი ეშვება, დაქვეითებულია იმუნიტეტიც. ამიტომ აუცილებელია, დროულად შევავსოთ მისი მარაგი. C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები: ციტრუსოვანი ხილი (გრეიფრუტი; კივი, ფორთოხალი და სხვა), მარწყვი, ბროკოლი, ნესვი, კომბოსტო. B-1, B-2 და B-6 ვიტამინები ადამიანის ორგანიზმისთვის საციცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინებია, რომელსაც ნერვული სისტემის, დნმ-ისა და სისხლის უჯრედების ფორმირებაზე აქვს პასუხისმგებლობა. მათი დახმარებით ადამიანის ტვინის ფუნქციონირება უმჯობესდება, მეტაბოლიზმი იმატებს და ყველაფერთან ერთად, ანემიისგან იცავს. მისი მიღება რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში, არაუგვიანეს საღამოს რვა საათისა. B ვიტამინით მდიდარი პროდუქტები: ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე, ზღვის პროდუქტები.
წყლის ბალანსის აღდგენაში დაგვეხმარება სასმელები. ყველაზე უკეთ წყურვილს კლავს ჩვეულებრივი წყალი ან დაუტკბობელი მწვანე ჩაი. ძლიერ სიცხეში რეკომენდებულია მიიღოთ 100-200 მლ გრილი სითხე ყოველ 40-50 წუთში.
ზაფხული არის საუკეთესო დრო გამოუცხადოთ ომი ჭარბ წონას. ის მდიდარია ახალი ხილით და ბოსტნეულით, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ბოჭკოებს, ვიტამინებს, მინერალებს და სხვა სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს. ამის გამო, ზაფხულის პერიოდი შეიძლება გამოიყენოთ არა მარტო ჭარბ წონასთან საბრძოლვევლად, არამედ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მასალის გამოყენების პირობები