ინგრედიენტები:
- კარტოფილი – 3 ცალი
- სტაფილო – 5 ცალი
- წითელი ბულგარული წიწაკა – 3 ცალი
- მწვანე ბულგარული წიწაკა – 3 ცალი
- ყვავილოვანი კომბოსტო – 400 გრ
- პომიდორი – 3 ცალი
- მარილი და კამა გემოვნებით
მომზადების მეთოდი:
კარტოფილი სასურველი ზომის კუბებად დაჭერით და დაასხით წყალი ისე, რომ ისინი სრულად დაიფაროს. დაადგით ის მოსახარშად. ცალკე დაიწყეთ ხახვის მოშუშვა ზეთში. როცა ხახვი ფერს შეიცვლის, დაამატეთ სასურველ ზომაზე დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო. გააგრძელეთ შუშვა და შემდეგ ეს მასა მოხარშულ კარტოფილთან ერთად მოათავსეთ ქვაბში. დაამატეთ გრძლად დაჭრილი წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, მცირე ყვავილებად დაჭრილი კომბოსტო. ნარევს დაამატეთ დაჭყლეტილი პომიდორი ან მცირე რაოდენობის ტომატი. საბოლოოდ კი დაამატეთ კამა და მარილი. ადუღებული მასა გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მიირთვით!
მოცემული რეცეპტი არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ გარემოსთვის უსაფრთხოცაა.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები