ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedკიტრისა და იოგურტის სალათი - განსხვავებული გემო თქვენი რაციონისთვის

კიტრისა და იოგურტის სალათი – განსხვავებული გემო თქვენი რაციონისთვის

თქვენს წინაშეა დიეტური და ამავე დროს ძალიან სასარგებლო სალათი, რომლის მომზადება ძალიან მარტივია. თუ თქვენ ზედმეტი კილოგრამების მოშორება გსურთ და ჯანსაღადაც იკვებებით, ეს სალათი სწორედ თქვენთვისაა.

ინგრედიენტები:

  • კიტრი – 400 გრ.
  • მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
  • იოგურტი – 250 მლ.
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • პიტნა – 2-3 ც.
  • მწვანილი – ½ კონა ოხრახუში, ნიახური
  • წითელი წიწაკა – ¼ ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა – ¼ ჩაის კოვზი

ულუფების რაოდენობა: 2

მომზადების მეთოდი:

  • ყველა ინგრედიენტი მოიმარაგეთ. იოგურტი კლასიკური უნდა იყოს, ყოველგვარი დანამატების გარეშე და რაც მთავარია, უშაქრო. კიტრი, პიტნა და მწვანილი კარგად გარეცხეთ. ნიორი გაასუფთავეთ.
  • დასაწყისისთვის სოუსი მოამზადეთ. იოგურტში ჩაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი.
  • სოუსს ჩაამატეთ ორივე სახის წიწაკა და მარილი თქვენი გემოვნებით. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
  • საბოლოოდ საკაზმი ასეთი ლამაზი უნდა გამოვიდეს.
  • კიტრი პატარა კუბიკებად დაჭერით.
  • მწვანილი და პიტნა წვრილად დააქუცმაცეთ.
  • ყველა ინგრედიენტი სოუსში მოათავსეთ და კარგად ამოურიეთ. თქვენი სალათი მზად არის.
  • მაგიდასთან საშუალო ზომის ფინჯნებით მიიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  სანამ ეს წამლები საქართველომდე მოაღწევს, ვიღას უნდა ვუმკურნალოთ? დღეში ოფიციალურად 60 ადამიანს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები