სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„კარგი სამედიცინო დაწესებულებებია პროცესში ჩართული - რა შედეგს მოიტანს ეს პროცესი პაციენტებისათვის?“

„კარგი სამედიცინო დაწესებულებებია პროცესში ჩართული – რა შედეგს მოიტანს ეს პროცესი პაციენტებისათვის?“

14/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოში აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში კარგი სიახლეებია, აკრედიტაციის პროცესში ჩართულია საუკეთესო, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი.


„ძალიან აქტიურად ვარ ჩართული საქართველოში სამედიცინო აკრედიტაციის პროცესში.


მოხარული ვარ, რომ აკრედიტაცია კანადა, რომელიც პრაქტიკულად ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში დაიწყო აკრედიტაციის პროცესი ასე მასშტაბური კუთხით და რაც მთავარია,ძალიან ხარისხიანად“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისი თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მომზადების პროცესი, რომელიც არც ისე იოლი იყო.


„ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, ვაკანსია შევთავაზეთ იმ ადამიანებს, ვისაც სურდათ და აინტერესებდათ აკრედიტაციის პროცესში ჩართულიყვნენ.


ათეულმა ადამიანმა გამოგზავნა CV. საბოლოო ჯამში, საქართველოში აკრედიტაცია კანადას 12-კაციანი ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა, რომელიც საავადმყოფოებს აკრედიტაციის პროცესში ეხმარება.


პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. 12-კაციანი გუნდი ძალიან აქტიურად არის ჩართული და ძალიან კარგად მუშაობენ, გადიან ურთულეს ტრენინგებს.


ქართველებით დაკომპლექტებული ძალიან ძლიერი გუნდი დაეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს.


აკრედიტაცია კანადას სტანდარტი და სერტიფიკატი არის საერთაშორისო დონის. აკრედიტაცია კანადას მიერ აკრედიტებული საავადმყოფო ნიშნავს, რომ ის საავადმყოფო არის ისეთი დონის, როგორც ბელგიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, კანადაში და ა.შ.


ჩვენ ვეხმარებით საავადმყოფოებს, როგორ გადალახონ სირთულეები. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ უკვე მომზადების პროცესში ვართ.


იმ კვირიდან უკვე ვიწყებთ მუშაობას, უშუალოდ საავადმყოფოების ჩართულობა დაიწყება.


ივლისის თვეში ჩატარდება დიდი ტრენინგები, საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვლენ. აკრედიტებულ 13 დაწესებულებასთან ჩავატარებთ ტრენინგებს.


მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტაციის პროცესი დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, არსებობს პორტალი, რომელიც გვეხმარება მართვაში, მაქსიმალურად ყველაფერი არის ელექტრონული.


მიხარია, რომ მე ვარ ამ პროცესის მონაწილე. შემეძლო, უარი მეთქვა, რადგანაც ვმუშაობ ჟენევაში, მაგრამ მაინც ჩავთვალე საჭიროდ, ამ პროცესში ვყოფილიყავი ჩართული.


აკრედიტაციაში ჩართული ქართული გუნდი ძალიან ბევრს და აქტიურად მუშაობს. ყველა დაინახავთ შედეგს. ყველაფერი კეთდება უმაღლესი ხარისხით. ჩვენ ვთარგმნეთ მთელი დოკუმენტაცია ქართულ ენაზე.


სამწუხაროდ, რთულია, საქართველოში პროცესების მართვა უცხო ენაზე.


ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის გამოწვევა, რის წინაშეც არიან საავადმყოფოები, ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე მასალა არის ქართულ ენაზე, რათა საავადმყოფოები მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში.


აკრედიტაციის პროცესი არის ძალიან რთული. საავადმყოფო თუ ვერ გააკეთებს საქმეს, „ფულით აკრედიტაცია კანადას სერტიფიკატი არ გაიცემა“, რადგანაც ეს არის საერთაშორისო სერტიფიკატი, შესაბამისად თითოეული საავადმყოფოს შეფასება ხდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ამას ჭირდება დიდი მომზადება და დიდი ჩართულობა…“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


რა განსხვავებაა სხვადასხვა სააკრედიტაციო ორგანიზაციებს შორის?


„ჟენევაში არის ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს აკრედიტაციას, სერტიფიკატს აძლევს ყველა მაკრედიტებელ ორგანიზაციას მსოფლიოში. თითოეულმა ორგანიზაციამ უნდა გაიაროს აკრედიტაცია ყოველ სამ წელში და დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომლებიც არის დანერგილი საავადმყოფოებისათვის.


ჩვენ საქართველოში დავნერგავთ დაახლოებით 23 სტანდარტს აკრედიტაციის პროცესში. ხარისხი უნდა იყოს მაღალი.


მიხარია, რომ ჩვენ ვართ ამ დიდი ოჯახის წევრი და საქართველოში ინერგება ასეთი დონის სტანდარტები“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


რა შედეგს მოიტანს ეს პროცესი პაციენტებისათვის?


„პაციენტის კმაყოფილება უნდა იყოს გაუმჯობესებული. როდესაც პაციენტი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებულ საავადმყოფოში იღებს სერვისს, საერთაშორისო მაკრედიტებელი მთავარი ქვაკუთხედი არის პაციენტის კმაყოფილება და უსაფრთხოება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, მას ხშირად მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა.


„რომელ საავადმყოფოებსაც ექნება აკრედიტაციის პროცესში ჩართვის სურვილი, შევთავაზებთ ჩვენს სერვისებს, შემდეგ საავადმყოფო გადაწყვეტს, რომელ სააკრედიტაციო ორგანიზაციასთან გაიაროს აკრედიტაცია.


ყოველ თვეში მომიწევს საქართველოში ჩამოსვლა, რათა გავაკონტროლო პროცესი, თუ რაიმე ხარვეზი იქნება, გამოვასწოროთ მყისიერად“ – განაცხადა გიოგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, კარგი სამედიცინო დაწესებულებებია პროცესში ჩართული.


„აკრედიტაციის პროცესში ჩაერთო ბათუმში მდებარე მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი “მედცენტრი“თავისი სამი პოლიკლინიკით, ასევე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ასევე სამშობიარო ჰერა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, ჟორდანიას ცენტრალური კლინიკა, კონსილიუმ მედულა, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო, ასევე ენმედიცი, პინეო…


აღნიშნულ საავადმყოფოებს ფაქტობრივად აქვთ პრეტენზია მაღალ ხარისხზე, მათ აქვთ პრეტენზია, რომ ჰქონდეთ ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, რომ პაციენტები იყვნენ კმაყოფილები“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ასევე გახლავთ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯნდაცვის სკოლის ხელმძღვანელი.


„აღნიშნული სკოლის ფარგლებში მიმდინარეობს აკადემიური პროცესი. ხორციელდება მეცნიერული კვლევა.


ჩემი ინიციატივაა, საქართველოში დავნერგოთ ყოველწლიური პაციენტის კმაყოფილების კვლევა. იმედია, ამ კვლევაში ბევრი თქვენგანი ჩაერთვება.


კვლევა დაიწყება 20 სექტემბერს და 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. ორთვიანი შუალედი იქნება. მსურს, რომ ეს კვლევა ჩატარდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, ქალაქი თბილიში იქნება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ჰაბი.


„ჩვენ გამოვიყენეთ საუკეთესო მაგალითი, ავიღეთ ბაზისად კანადაში პაციენტის კმაყოფილების კვლევა, რომელიც ჩატარდა 2022 წელს.


კვლევა ჩატარდება ქართული რეალობიდან გამომდინარე, მოვარგეთ სტანდარტი ქართულ ჯანდაცვის სისტემას. გამოვდივარ ინიციატივით, რომ პაციენტის კმაყოფილების კვლევა იყოს ყოველწიური.


ქართულმა გუნდმა ისეთი მაღალი მაჩვენებელი აჩვენა ტრენინგების პროცესში, რომ უცხოელი კოლეგები გაკვირვებული იყვნენ, ისინი არ ელოდნენ ასეთი მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას. ხუმრობით ვთქვი კიდეც, – ფხაკაძე რომ მოკიდებს საქმეს ხელს, რა გგონიათ, – ვხუმრობ?! მე როდესაც ვამბობ, რომ იქნება საუკეთესო, იქნება საუკეთესო!


საქართველოში, ქალაქი თბილისი იქნება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ჰაბი. თბილისის ოფისი იქნება რეგიონალური ოფისი და ჩვენ დავდებთ კონკრეტულ შედეგებს…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

READ  „მერე რა, რომ სააკაშვილი პრეზიდენტია, სხვა პატიმრებმა რა დააშავეს?“ – გიორგი ფხაკაძე

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები