კახური შოთი მთელ საქართველოში განთქმულია. თონეში გამომხცხვარი პური განსაკუთრებით დიდი პოპულარობით ტურისტებში სარგებლობს. გრძელი და მოხრილი ხმლისებური შოთები იციან კახეთში. შოთს გამორჩეული გემოვნური თვისებები რომ ჰქონდეს, სპეციალურად თიხის თონეში, შეშაზე აცხობენ. იგი თონის კედელზე რომ დამაგრდეს, ამისთვის ცომის მოზელის ტექნოლოგიის ცოდნაც აუცილებელია.
გთავაზობთ კახური შოთის მომზადების ტექნიკას.
ინგრედიენტები:
- 2 კგ ფქვილი
- 700 მლ თბილი წყალი
- 20 გრ საფუარი
- 30-40 გრ მარილი
მომზადების მეთოდი:
დიდ თასში ჩაყარეთ 2 კგ ფქვილი. ფქვილში ხელით ღრმული გააკეთეთ და შიგნით ჩაასხით 1 ლ თბილი წყალი. დაუამტეთ საფუარი და მარილი. ნაპირებიდან ფქვილი ნელ-ნელა შეურეთ წყალს და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. ცომს თავზე გადააფარეთ ჯერ ცელოფანი, შემდეგ-თბილი ნაჭერი და ასაფუებლად დადგით თბილ ადგილას. სანამ ცომი აფუვდება, თონეში ჩაყარეთ შეშა, წალამი ან ფიჩხი. მოუკიდეთ ცეცხლი და გაახურეთ თონე. ამოფუებული ცომი ჩაზილეთ ფქვილიანი ხელებით და დადგით კიდევ 10-15 წთ. გამოცხობის წინ ამოიღეთ სასურველი ზომის გუნდები(300-500), გააბრტეყელთ თითოეული გუნდა, მიეცით მოგრძო ფორმა და ჩააკარით გახურებულ თონეში. პური რომ შეწითლდება,ამოიღეთ თონიდან სპეციალური შამფურით.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები