ჯანსაღი კვება ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთიერებების დაბალანსებულად მიღებას ნიშნავს. პირველი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ არის ის, რომ საკვები თქვენს ერთ-ერთ პრიორიტეტად აქციოთ. მაგალითად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ სასურსათო მაღაზიაში წასვლა ჯანსაღი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. ხოლო იმისთვის, რომ ეს შეძლოთ, უნდა შეიძინოთ:
- ახალი და გაყინული ხილი და ბოსტნეული
- ცილის წყაროები, როგორიცაა: ქათამი, კვერცხი, თევზი და ტოფუ
- ნახშირწყლების წყაროები, როგორიცაა: დაკონსერვებული ლობიო და მთელი მარცვლეული
- სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორიცაა: თეთრი კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი და გოგრა
- ცხიმის წყაროები, როგორიცაა: ავოკადო, ზეითუნის ზეთი და ცხიმოვანი იოგურტი
- მარტივი ინგრედიენტები, როგორიცაა: თხილი, თესლი, თხილის კარაქი, ჰუმუსი, ზეთისხილი და ხმელი ხილი
რჩევები ჯანსაღი კვების შესახებ
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ჯანსაღი კვების დასაწყებად:
უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ საკვებს – მცენარეული საკვები, როგორიცაა: ბოსტნეული, ხილი, ლობიო და თხილი, უნდა შეადგენდეს შენი კვების დიდ ნაწილს. ამიტომაც, ცადე, ამ ტიპის საკვები (განსაკუთრებით ბოსტნეული და ხილი) მუდმივად მიიღო.
მოამზადეთ სახლში – სახლში კერძების მომზადება შენი კვების დივერსიფიკაციაში დაგეხმარება. თუკი ჭამას კაფეში ან რესტორანში ხარ მიჩვეული, ეცადე, კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ მაინც მოამზადო კერძი სახლში იმისთვის, რომ მომზადებას შეეჩვიო.
გესმოდეთ, რომ თქვენი კვება სრულყოფილი არ იქნება – პროგრესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სრულყოფილება. სწორედ ამიტომ, გააცნობიერე, რომ კვების დარღვევა ხანდახან დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
გამორიცხეთ რაციონიდან ტკბილი სასმელები – მაქსიმალურად შეზღუდე შაქრიანი სასმელები, როგორიცაა გაზიანი სასმელები, ენერგეტიკული სასმელები და ტკბილი ყავა. შაქრიანი სასმელების რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება, ზიანი მიაყენოს შენს ჯანმრთელობას.
მიიღეთ წყალი რეგულარულად – ჰიდრატაციის შენარჩუნება ჯანსაღი კვების ნაწილია, წყალი კი საუკეთესო საშუალებაა ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად. თუ არ ხარ მიჩვეული წყლის დალევას, აიღე მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი და დაამატე ხილის ნაჭრები ან ლიმონის ნაჭერი არომატისთვის.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები