6 დეკემბერი, 2021
„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე პარტია „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმიანება:
„ყველაფერს აქვს საზღვარი. ოღონდ მართლა.
ანტივაქსერების ელექტორატის (ამომრჩევლების 60%) მონები როგორ უნდა იყოთ
როცა ხარ პოლიტიკური პარტია, როგორც მინიმუმ, სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა დააყენო, პირველ რიგში, და მერე – ვიწრო პოლიტიკური ინტერესები „თავისუფლებას” და “ლიბერალიზმს” ამოფარებული, ანტივაქსერული ელექტორატის ჩვეულებრივი მონები ხართ. ამაზზენია
ანუ, თქვენი ლოგიკით, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ავსტრიაში და მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მონები არიან
ისე, რომ იცოდეთ, აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის უმრავლეს ქვეყანაში “მწვანე პასპირტები” არ არის… ანუ ზიმბაბვეში არიან “თავისუფლები” და შვეიცარიაში “მონები”
სამამულო ომში საყოველთაო მობილიზაცია როცა ცხადდება, ყველა უნდა წავიდეს: დიდი, პატარა, ქალი და კაცი, რომ დაიცვას სამშობლო. დღეს ვართ ბიოლოგიურ ომში, შეიგნეთ ეს, და ამ იმში საყოველთაო მობილიზაცია არის საჭირო
ვინც ეწინააღმდეგება საყოველთაო მობილიზაციას და მწვანე პასპორტს, ის არის დეზერტირობის ხელშემწყობი შუა ომში“- წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.
—
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
https://youtube.com/@drpkhakadze
—
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil
