სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგივიკლებთ დიეტის გარეშე. რა არის ინტუიციური კვება?

ვიკლებთ დიეტის გარეშე. რა არის ინტუიციური კვება?

ინტუიციური კვება მსოფლიოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. მას ერთგვარ ანტიდიეტასაც კი უწოდებენ, რადგან ის ყველანაირი დიეტის წინააღმდეგია. თუმცა კვების ამ სტილის მიმდევრები, გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ ეფექტურად ახერხებენ წონაში კლებას, თანაც ისე, რომ გახდომა სტრესულ პროცესს არ წარმოადგენს. ინტუიციური კვება საკვებთან ურთიერთობისა და საკუთარი სხეულის აღქმის პოზიტიური მოდელია. მაინც რაში მდგომარეობს კვების ამ ფილოსოფიის არსი?ინტუიციური კვების ძირითადი პრინციპებია:

ვიკლებთ დიეტის გარეშე. რა არის ინტუიციური კვება? | შენი სუფრა

1) უარყავით მკაცრი დიეტები.

2) დააკვირდით შიმშილის სიმპტომებს. გააცნობიერეთ განსხვავება რეალურსა და ემოციურ შიმშილს შორის.

3) მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება კვებით და შეწყვიტეთ პროცესი, როგორც კი დანაყრდებით.

4) არ დაყოთ საკვები კატეგორიებად და მოიშორეთ ჭამასთან დაკავშირებული დანაშაულის შეგრძნება!

5) ივარჯიშეთ სიამოვნებისთვის და შეიყვარეთ საკუთარი სხეული.

6) პატივი ეცით საკუთარ ჯანმრთელობას.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ინტუიციური კვებისთვის აუცილებელია, დაივიწყოთ ყველა დიეტა. საკუთარი სხეული უკეთ შეიცნოთ და შეიყვაროთ.

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ხელოვნური კვება არის მავნებელი - გიორგი ფხაკაძის რჩევები მშობლებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები