ორშაბათი, იანვარი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიაშშ-დან სამშობლოში დაბრუნებული წარმატებული მეღვინე ქალის შთამბეჭდავი ისტორია - ექსკლუზიური ინტერვიუ

აშშ-დან სამშობლოში დაბრუნებული წარმატებული მეღვინე ქალის შთამბეჭდავი ისტორია – ექსკლუზიური ინტერვიუ

“შენი სუფრა” მეღვინე ქალთან, ეკა ჭვრიტიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ… “სამზარეულოს ომების” გამარჯვებული და წარმატებული მეღვინე უკვე დიდი ხანია, აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა და მშობლიურ მხარეში, კახეთში დასახლდა… ქალბატონი ეკა ღვინის დაყენების მისეულ ხედვებსა და ცხოვრების მთავარ გატაცებაზე – ცხენოსნობაზე გვესაუბრა…

– საკმაოდ წარმატებული და შემდგარი ხართ თქვენს საქმეში… გვიამებთ, როგორ დაიწყო თქვენი თავგადასავალი ისეთ საინტერესო სფეროში, რასაც მეღვინეობა ჰქვია?

-რეალურად ეს არასდროს ყოფილა ჩემი ოცნება, წინასწარ არც დამიგეგმავს. შემდეგ ჩემს მომავალ მეუღლეს შევხვდი, რომლის ოცნებაც სწორედ ის იყო, რომ მეღვინე გამხდარიყო. შემდეგ შევვუღლდით და გადავწყვიტე ყველანაირად გვერდში დავდგომოდი, რომ ბავშვობის ოცნება რეალობად ექცია.

აშშ-დან სამშობლოში დაბრუნებული წარმატებული მეღვინე ქალის შთამბეჭდავი ისტორია - ექსკლუზიური ინტერვიუ

როგორც ვიცი, თქვენი ღვინო ძალიან არომატულია… რა არის ის მთავარი ნიშა, რომელიც თქვენს ღვინოს სხვებისგან გამოარჩევს?

– პირველ რიგში – ადგილმდებარეობა.  ჩემი ვენახები სოფელ არგოხში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეს ადგილი ვაზისთვის იდეალურია. ქისის ჯიში სწორედ აქედანაა წარმოშობით, სამ სოფელში მოდის და ერთ-ერთი არის არგოხი. ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს ვენახისთვის, კლიმატს, მიკრო კლიმატს, მიწის შემადგენლობას. და მეორე ის არის, რომ ჩემი მეუღლე ორგანული ქიმიკოსია, არის პროფესორი. ვფიქრობ, ღვინის წარმოება, ისე როგორც ამას ჩვენი მამა-პაპანი აკეთებდნენ, ძალიან კარგი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებელია ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას და ჩემი მეუღლის ეს პროფესია ძალიან გვეხმარება ღვინის წარმოების ჩვენი სტილის შექმნაში. რისკიანი უნდა იყო, როცა ამ საქმეს იწყებ, ღვინის წარმოება მთლიანად ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკაა. რაც მთავარია, ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ, ვსხდებით, ვლაპარაკობთ და ასე ერთად ვაკეთებთ ღვინოს.

აშშ-დან სამშობლოში დაბრუნებული წარმატებული მეღვინე ქალის შთამბეჭდავი ისტორია - ექსკლუზიური ინტერვიუ

აშშ-ზეც მინდა გკითხოთ – რამ შთაგაგონათ, რომ იქაური ცხოვრება მიგეტოვებინათ და სამშობლოში დაბრუნებულიყავით?

– მონატრება, ეს იყო ერთადერთი ფაქტორი. სულ საქართველოზე ვფიქრობდი და დეპრესიაში ვიყავი.

მესმის, ნამდვილად… ცნობილი კულინარიული შოუს “სამზარეულოს ომების” გამარჯვებულიც ხართ… როგორია თქვენი კულიანარიასთან ურთიერთობა, ვთქვათ, რომელია ის გამორჩეული კერძი, რომელსაც ყველაზე დიდი სიამოვნებით ამზადებთ?

– კი, მე და ჩემი მეგობარი ვმონაწილეობდით ამ პროექტში და მართლაც დიდი შრომის ფასად მოვიგეთ. რაც შეეხება ჩემს საყვარელ კერძს, ქართული სამზარეულოდან ასე განცალკევებულად ვერ ვიტყვი. უდიდეს პატივს ვცემ მეგრულ სამზარეულოს. ზოგადად, ქართულთან ერთად უცხოური სამზარეულოდან მომწონს ფრანგული და იაპონური კულინარია.

აშშ-დან სამშობლოში დაბრუნებული წარმატებული მეღვინე ქალის შთამბეჭდავი ისტორია - ექსკლუზიური ინტერვიუ

ბევრი ფოტო გაქვთ ჯირითისას გადაღებული… რა როლს თამაშობს ცხენოსნობა თქვენს ყოველდღიურობაში და საკუთარი ცხენები თუ გყავთ?

– მე თუში ვარ და თუშებისთვის ცხენი ყველაფერია. მეც მთელი ბავშვობა ცხენით ჯირითში გავატარე. დოღებშიც ვიღებდი მონაწილეობას, რომ დავფიქრდე არც მახსოვს პირველად როდის დავჯექი ცხენზე. ასე შევისისხლხორცე, ალბათ, როგორც ბათუმელ ბავშვს ზღვა უყვარს, ისე მიყვარს მეც ცხენები. ჩემი ოცნებაც ეს იყო, მინდოდა, ჩემი ცხოვრება ყოფილიყო ცხენებთან დაკავშირებული. მინდოდა, რამე ბიზნესიც გამეკეთებინა, მაგრამ მეღვინეობაში წამოვედი და ეს ცხენები ახლა ასე “აპეტაიზერად” მყავს.

აშშ-დან სამშობლოში დაბრუნებული წარმატებული მეღვინე ქალის შთამბეჭდავი ისტორია - ექსკლუზიური ინტერვიუ

მაგრამ მოამავალში შეიძლება ბავშვობის ოცნებაც აიხდინოთ… ?

– ცხენები ყოველთვის იქნებიან ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ახლა პირველ რიგში ვარ დედა და ახლა ნამდვილად ვეღარ გავრისკავ დოღში მონაწილეობას. ისე, რომ ვიხსენებ, ისეთ ცხენებზე ვმჯდარვარ, მიკვირს ცოცხალი რომ გადავრჩი. ცხენები სულ მეყოლება, თუმცა ასე აქტიურად ვერ ვიქნები ჩართული ამ საქმეში.

ბოლოს გკითხავდით – რას ურჩევდით დამწყებ მეღვინეებს? რამდენად რთულია ამ სფეროში დამკვიდრება და რა უნდა გაითვალისწინონ?

– ალბათ, ასე მიკერძოებულად მეღვინეებს ვერფერს ვურჩევ. ერთადერთი რაც შეიძლება ვურჩიო, ყოველთვის თავის გულის ხმას მიჰყვნენ. რაც გიყვარს ის უნდა აკეთო, თუ საქმეს ვერ შეიყვარებ, თავი უნდა დაანებო. ერთხელ ვიბადებით, ცხოვრება ხანმოკლეა და ვფიქრობ ის უნდა ვაკეთოთ, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. რაც შეეხება მეღვინეობას – ქართული ღვინის ჯიშებს ძალიან უხდება ასამბლაჟი, როცა რამოდენიმე ჯიშს ერთად წურავ, ვთქვათ, ქისი, მწვანე და რქაწითელი.

აშშ-დან სამშობლოში დაბრუნებული წარმატებული მეღვინე ქალის შთამბეჭდავი ისტორია - ექსკლუზიური ინტერვიუ

მადლობა საინტერესო საუბრისთვის და დიდ წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმეში!

-თქვენც ასევე, წარმატებები!

ავტორი: გიორგი პაპუაშვილი

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მეკნესი – ვერსალით შთაგონებული მაროკოს საიმპერატორო ქალაქი

მეკნესი – ვერსალით შთაგონებული მაროკოს საიმპერატორო ქალაქი

27 January, 2025
აშშ-ში აკრძალეს საკვები საღებავი Red 3: რა უნდა იცოდეთ?

აშშ-ში აკრძალეს საკვები საღებავი Red 3: რა უნდა იცოდეთ?

იანვარი 26, 2025
ზოდიაქოს 5 ნიშანს ნამდვილი სასწაულების წელი ელის

ზოდიაქოს 5 ნიშანს ნამდვილი სასწაულების წელი ელის

27 იანვარი 2025
გაზქურა თუ ელექტროქურა – რის მიხედვით უნდა გავაკეთოთ არჩევანი

გაზქურა თუ ელექტროქურა – რის მიხედვით უნდა გავაკეთოთ არჩევანი

იანვარი 27, 2025
დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

იანვარი 24, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მოგზაურებისთვის საინტერესო  – საქართველოს ეროვნული პარკები

მოგზაურებისთვის საინტერესო – საქართველოს ეროვნული პარკები

იანვარი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

იანვარი 26, 2025
მადამ კლიკო – შამპანურის რევოლუცია ერთი ქალის ხელით

მადამ კლიკო – შამპანურის რევოლუცია ერთი ქალის ხელით

27 იანვარი 2025
2024 წლის „საუკეთესო მოხალისეების“ დაჯილდოება გაიმართა

2024 წლის „საუკეთესო მოხალისეების“ დაჯილდოება გაიმართა

იანვარი 27, 2025
„ინსტაგრამმა“ და „ფეისბუკმა“ აბორტის აბების სარეკლამო პოსტები დაბლოკეს – New York Times

„ინსტაგრამმა“ და „ფეისბუკმა“ აბორტის აბების სარეკლამო პოსტები დაბლოკეს – New York Times

იანვარი 27, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები