სამშაბათი, აგვისტო 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedგთავაზობთ ჯანსაღი ლანჩის იდეას - ინდაურისა და კიტრის სენდვიჩი

გთავაზობთ ჯანსაღი ლანჩის იდეას – ინდაურისა და კიტრის სენდვიჩი

თუ თქვენ ძალიან გშიათ, მაგრამ ზედმეტი ნახშირწყლებისგან თავის დაღწევა გსურთ, ინდაურისა და კიტრის ეს სენდვიჩი თქვენთვის ჯანსაღ და თანაც გემრიელ ალტერნატივას წარმოადგენს. შეგიძლიათ სენდვიჩი სკოლაში, სამსახურში ან პიკნიკზეც წაიღოთ! ის არ შეიცავს პურს.

ინგრედიენტები:

  • 1 მოზრდილი კიტრი
  • 2 ჩაის კოვზი მდოგვი
  • ინდაურის გულ-მკერდის 2 ნაჭერი
  • 1 ნაჭერი შვეიცარიული ყველი
  • 3 ნაჭერი პომიდორი
  • 1 თხელი წითელი ხახვის ნაჭერი
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადების დრო: 15 წთ.

მომზადების მეთოდი:

კიტრი გაჭერით ორ ნაწილად, ამოაცალეთ თესლი. წაუსვით კიტრის გამოსუფთავებულ ნაწილს მცირე ოდენობით მდოგვი. დააწყვეთ ინდაურის ხორცი და ყველი, დაამატეთ პომიდორი და ხახვი. დაახურეთ თავზე კიტრის დარჩენილი ნახევარი. თქვენი სენდვიჩი მზად არის.

 

მკვებავი ერთეული:

კალორიულობა: 323 კალორია.

ცხიმი: 18გრ.

ბოჭკო: 3 გრ.

ნახშირწყლები: 15 გრ.

ცილა: 26 გრ.

ფოლიუმის მჟავა: 44 მგ.

ქოლესტერინი: 77 მგ.

შაქარი: 7 გრ.

C ვიტამინი: 15 მგ.

კალციუმი: 267 მგ.

რკინა: 2მგ.

ნატრიუმი: 416 მგ.

კალიუმი: 746 მგ.

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  BOKACELLO | ბოკაჩელლო – ქართული ბრენდი ლიქიორების სამყაროში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

hyazenkaruuk