ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ გრილზე შემწვარი ბოსტნეულის სალათი

მოამზადეთ გრილზე შემწვარი ბოსტნეულის სალათი

სადილად გრილზე შემწვარი ბოსტნეულის ჯანსაღი კერძი ნამდვილი მისწრებაა.სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ზემოდან პარმეზანის ყველით მორთოთ და გემრიელად მიირთვათ.

ინგრედიენტები:

• 2 ცალი სიმინდი (დაფშვნილი)

• 2 დიდი პაპრიკა

• 250 გრამი ყაბაყი

• 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

• ½ ჩაის კოვზი მარილი

• ½ ჩაის კოვზი წიწაკა

• 1 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი

• 2 სუფრის კოვზი ველური თავშავა

მომზადების დრო: 25 წთ.

მომზადების მეთოდი:

გაახურეთ გრილი საშუალო ტემპერატურაზე.

მოზრდილ ჯამში ერთმანეთში აურიეთ სიმინდი, პაპრიკა, მარილი და ყაბაყი.გრილზე შეწვით ბოსტნეული. დაახლოებით 6 წუთის მანძილზე პაპრიკა და ყაბაყი, ხოლო 8 წუთის მანძილზე სიმინდი. წვრილად დაჭერით პაპრიკა, კუბიკებად ყაბაყი. გადაიტანეთ სამივე ინგრედიენტი ჯამში. მოასხით ძმარი და მორჩენილი ზეთი, მოაყარეთ თავშავა.  გემრიელად მიირთვით!

კალორიულობა: 135 კალორია. ცხიმი: 9გრ. ბოჭკო: 2 გრ. ნახშირწყალი: 12 გრ. ცილა: 3 გრ. ფოლიუმის მჟავა: 33 მგ. ქოლესტერინი: 0 გრ. შაქარი: 4 გრ. C ვიტამინი : 72 მგ. კალციუმი: 32 მგ. რკინა: 1 მგ. ნატრიუმი: 242 მგ. კალიუმი: 444 მგ.

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები