ორშაბათი, ოქტომბერი 21, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე მოსახლეობას საქართველოში კოვიდის შემდეგი ტალღის შესახებ აფრთხილებს

გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას საქართველოში კოვიდის შემდეგი ტალღის შესახებ აფრთხილებს

26/05/2022

კოვიდის შემდეგი ტალღა საქართველოში დაიწყება ივნისის ბოლოს ივლისის დასაწყისში. არაფერი შეიცვალა! მოსახლეობას აქვს ისტერიკა მაიმუნის ყვავილის ვირუსზე და ბავშვებში ახალ ჰეპატიტზე, მაგრამ რეალური საფრთხე ისევ არის კოვიდი (თავისი ვარიანტებით) და პოსტკოვიდი – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისივე თქმით, ევროპაში კოვიდის ახალი ტალღა უკვე დაიწყო.


„ამერიკაში და ჩრდილოეთ კორეაში ერთი კვირის უკან დაიწყო, სამხრეთ აფრიკაში უკვე 2 კვირაა, კოვიდის ახალი ტალღაა, ჩინეთში კი, კოვიდის ახალი ტალღა უკვე 3 კვირაა, დაწყებულია. კონკრეტულად, მარტო საფრანგეთში დღეს 88 ადამიანი გარდაიცვალა და 32,000 დაინფიცირდა. ეს მორიგი კოვიდის ტალღა, მსოფლიოში, სავარაუდოდ, იქნება 3-4 თვე (მაისი-აგვისტო) სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს. რა უნდა ვქნათ?! ის, რაც ვიცით, რომ ნამდვილად მუშაობს: სამედიცინო პირბადე, ვაქცინის მე-2 ბუსტერი (მე-4 დოზა „ფაიზერი“ ან „მოდერნა“)


დისტანცია, საღი აზრი და არავითარი პანიკა.


განსაკუთრებით, საყურადღებოა 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები და ქრონიკული პაციენტები (გულის დაავადებების, დიაბეტის, დაბალი იმუნიტეტის მქონე პაციენტები და ასე შემდეგ). დღეს ნებისმიერი ქვეყნის კარანტინზე ჩაკეტვა დანაშაულია, ვინაიდან ვიცით, რომ მარტო ჩაკეტვა არაეფექტურია ეფექტური არის კომლექსური მიდგომა:


ვაქცინაცია+ პირბადე+ ტესტირება+ იზოლაცია+ წერტილოვანი კარანტინი, ასევე ხელების დაბანა და დახურული სივრცეების განიავება. ნურავის ნურაფერს აბრალებთ ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია. სამედიცინო პირბადეები (ფხაკაძის პირბადეები) აფთიაქებში ხელმისაწვდომია (ხელმისაწვდომ ფასებში). დანარჩენი კი თქვენი თვითშეგნების საკითხია. მიხედეთ საკუთარ თავს ისიამოვნეთ და დატკბით ცხოვრებით, “- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/giorgi-fkhakadze-mosakhleobas-saqartveloshi-kovidis-shemdegi-talghis-shesakheb-afrtkhilebs


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

20 October, 2024
პროსტატის გამოკვლევა: რას უნდა ველოდოთ – საინფორმაციო ბუკლეტი (სამედიცინო პროცედურები)

პროსტატის გამოკვლევა: რას უნდა ველოდოთ – საინფორმაციო ბუკლეტი (სამედიცინო პროცედურები)

ოქტომბერი 21, 2024
დასაკარგი, უნდა დაიკარგოს – მეგობარიც, ქმარიც, ახლობელიც – თაკო დოლაბერიძე

დასაკარგი, უნდა დაიკარგოს – მეგობარიც, ქმარიც, ახლობელიც – თაკო დოლაბერიძე

21 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

ოქტომბერი 18, 2024
“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

18 ოქტომბერი 2024
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

ოქტომბერი 18, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ოქტომბერი 20, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები