სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

02/02/2023

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის.


„მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო ბატონ ამირანს. ბატონი ამირანი იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოჩენილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა.


როგორც დარგის ექსპერტი, ყოველთვის არ ვეთანხმებოდი (დასაბუთებულად) მის პოზიციას/მოსაზრებას და ასევე უფრო მაღალ სტანდარტს ვითხოვდი მისგან, ვინაიდან ის არის მაღალი დონის ექსპერტი არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.


პროფესიულ საკითხებზე კამათი, ეს არის ჯანსაღი პროცესი პროფესიულ სფეროში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ამირანი პირადად ჩემზე არასდროს იყო გაბრაზებული. პირიქით, პროფესიონალები ძლიერ/დასაბუთებულ კრიტიკას ვაფასებთ.


საჯაროდ გამოქვეყნებულმა მიმოწერამ, სამწუხაროდ, ნათლად გვაჩვენა, თუ რატომ ახორციელებდა ბატონი ამირანის უწყება ამ ბოლო პერიოდში ასეთი ტიპის გაუგებარ გადაწყვეტილებებს! მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო ბატონ ამირანს, ვინაიდან მე არ მქონდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია.“ – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/giorgi-fkhakadze-amiran-gamyrelidzes-bodishs-ukhdis


READ  წერტილი, დამთავრდა… ამ ექიმებს ლიცენზია ჩამოვართმევდი და ვეღარ იმუშავებდნენ…- ვის შესახებ საუბრობს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები