ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგინდათ გაიგოთ, ეპიდემიას ვაკონტროლებთ, თუ არა? აი, ეს არის ინდიკატორი – გიორგი...

გინდათ გაიგოთ, ეპიდემიას ვაკონტროლებთ, თუ არა? აი, ეს არის ინდიკატორი – გიორგი ფხაკაძე

28/01/2021

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი გიორგი ფხაკაძე:


– შეზღუდვების ერთბაშად მოხსნის წინააღმდეგი ხართ, როგორც მივხვდით, მკაცრად გააკრიტიკეთ მთავრობის გადაწყვეტილება შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნის შესახებ. ასეა?


– თავიდან მე ვიყავი მკაცრი შეზღუდვების მომხრე – ქვეყანა არ იყო მომზადებული, გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცოდით, რა ვირუსი იყო, რამდენი პროცენტი ჰქონდა სიკვდილიანობა – არაფერი ამ ვირუსზე არ ვიცოდით. პირველი ჩაკეტვის დროს მთავრობა სწორად მოიქცა. მეორე ჩაკეტვის დრო, სახელმწიფო თვითდაჯერებული იყო, არა მხოლოდ საქართველომ, ბევრმა ქვეყანამ დაუშვა იგივე შეცდომა, პირველი ტალღა კარგად გადავიტანეთ და მეორესაც კარგად გადავიტანთო, თვლიდნენ. საბოლოო ჯამში, მოხდა ის, რაც ვნახეთ ნოემბერში.


ახლა ვირუსთან ერთად გავიარეთ 1 წელი, უკვე ვიცით ვირუსის მართვა, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, ვიცით მკურნალობა – ბევრი რამ ვიცით, მომზადების კუთხით მსოფლიოს აქვს წინ გადადგმული ნაბიჯი. მექანიკურ ჩაკეტვას და გაღებას აზრი არა აქვს. მე როცა ჩაკეტვების მომხრე ვიყავი, იმედი მქონდა, რომ საქართველოს მთავრობა მოემზადებოდა, მაგრამ ასე არ ხდება, კეტავენ და აღებენ. ვხედავდი, რომ მთავრობა მარტო პოპულიზმით იყო დაკავებული და შედეგი არ გვქონდა, კი, ბატონო, მაშინ გახსენით, ოღონდ მკაცრი რეგულაციებით. მაგრამ არის რაღაცები რაც არ შეიძლება, მაგალითად, მეტრო – მეტროს გახსნა იყო ყველაზე დიდი შეცდომა.


დაწესებულებებმა თავად უნდა მიიღონ ახლა გადაწყვეტილება, ბიზნესი როგორ გადაიტანონ გარეთ, როგორ იმუშავებ უსაფრთხოდ. ყველას უნდა გავაგებინოთ რომ შიდა სივრცეში მუშაობა, გინდ ოფისი იყოს და გინდ რესტორანი – სახიფათოა. 2 კვირაში უკვე დათბება შედარებით, შეიძლება ფანჯრები გავაღოთ და ა.შ. არ დაგვავიწყდეს, რომ ზაფხული მოდის და დავიწყებთ კონდიციონერების გამოყენებას, რომელიც აკრძალული უნდა იყოს სასტიკად. უნდა გაეხსნათ ნაწილ-ნაწილ და ფრთხილად. ჩვენ დავდივართ ახლა თხელ ყინულზე და როდის ჩავვარდებით, არავინ იცის. მთავარი ხომ არ არის, რომ დღეს გავხსნათ და ხვალ დავიკეტოთ, მთავარია, გრძელვადიან პერსპექტივაში გავიხსნათ და არ ვიყოთ ჩაკეტილები.


კითხულობენ, შიმშილი მოგვკლავს, თუ კოვიდი, რა აზრის აქვსო და ეკონომიკისათვის ასეთი გაუაზრებელი, ნაჩქარევი გახსნა უფრო მტკივნეული იქნება, თუ ქვეყანა ასე დაუგეგმავად გაიხსნა, ასევე დაუგეგმავად შეიძლება ჩაიკეტოს. ქვეყანა უკვე 1 წელია ჩაკეტილია, უნდა გაიხსნას, მაგრამ ვიმეორებ, რეგულაციებით და კონტროლით. ვიცით, რომ მუშაობს ხელების დაბანა, სამედიცინო პირბადე და დისტანცია. ერთბაშად გახსნა იყო ნაჩქარევი, გახსნა უნდა მომხდარიყო ნელ-ნელა. ყველა ბიზნესი უნდა გაიხსნას ნელა-ნელა და მკაცრი რეგულაციებით! მეორე – უნდა მოხდეს მკაცრი ეპიდემიოლოგიური კონტროლი – უნდა გაძლიერდეს ტესტირება და მესამე, რაც ასევე ძალიან მთავარია, ქვეყნის მიყვანა კლასტერებამდე.


– რას გულისხმობთ კლასტერებამდე მიყვანაში?


– პირველი და მეორე ტალღის დროს, ჩვენ ვსაუბრობდით კლასტერებზე. კლასტერები რას ნიშნავს – ტესტირებისას, ავლენ ინფიცირებულებს, ახდენ მისი და მისი კონტაქტის იზოლაციას.


– კი, ეგ ვიცით, მაგრამ ახალი შემთხვევების რიცხვმა რომ მოიმატა, ჩვენ გვითხრეს, კლასტერების თვლას და ნახვას, აზრი ეკარგებაო!


– ეს დიდი შეცდომაა, პირიქით, კლასტერებზე მუშაობა არასოდეს უნდა შეჩერებულიყო და არც ახლა უნდა შეჩერდეს, კლასტერი საშუალებას გაძლევს გამოიჭირო ინფიცირებულები და მინიმუმამდე შეამცირო ამით ვირუსის გავრცელება. სანამ კლასტერებამდე არ დავალთ, ეპიდემიას ვერ ვაკონტროლებთ.


ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი – გინდათ გაიგოთ, ეპიდემიას ვაკონტროლებთ, თუ არა? იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა იტყვის, რომ გვაქვს, მაგალითად, 40 კლასტერი, აჰა, ე.ი. ჩვენ ვიცით ყველა წყარო, ყველა ვინც არის ინფიცირებული და ვაკონტროლებთ. ეს არის ეპიდემიის კონტროლი და როცა კლასტერები არა გაქვს ქვეყანაში, ესე იგი ეპიდემია არის უკონტროლო – ძალიან მარტივია.


– საქართველოში მაცხოვრებელი ექიმების დიდი ნაწილი ეთანხმება შეზღუდვების მოხსნას – რატომ ხართ ასეთ განსხვავებულ აზრზე უცხოეთში მომუშავე ექიმები?


– ძალიან ბევრი არაადეკვატური კომენატრი მესმის. საქართველოში არა გვაქვს უწყვეტი სამედიცინო განათლება. ბევრი ქართველი ექიმი აცდენილია თანამედროვე მედიცინას. იშვიათად თუ ვინმე ეცნობა თანამედროვე მედიცინის მიღწევებს. სამწუხაროდ, კვალიფიკაცია ჩვენი ექიმების და განვითარების დონე არის ძალიან, ძალიან ჩამორჩენილი. ისეთ კომენტარებს ვისმენ ექიმებისგან, გული მისკდება ზოგჯერ. გადახედეთ ჩვენ ექიმებს, ცნობილებს და არაცნობილებს, სახელებს და გვარებს არ ვიტყვი, როცა ექიმი არის რომელიღაცა ფარმა კომპანიის წარმომადგენელი და რეკლამას უკეთებს, იმ ექიმის დამოუკიდებლობა, იმ დღიდან მთავრდება. ერთი ახალგაზრდა ექიმი ვნახე გუშინ, როგორ აკეთებდა ერთ-ერთი ფარმა კომპანიის რეკლამას და პირდაპირი გაგებით, ცუდად გავხდი.


გადახედეთ ექიმების სოციალურ გვერდებს და ნახეთ, ვინ რის რეკლამას აკეთებს. ის ფარმა კომპანია შენ ფულს გიხდის და ხომ ვერ წახვალ დამსაქმებლის წინააღმდეგ? ქართველი ექიმების დიდი ნაწილი, ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი ფარმა კომპანიაში, ზოგი ტელევიზიაში მუშაობს, პირდაპირ დამოკიდებულნი არიან ვიღაცაზე და ან ვერ ამოიღებს ხმას, ან თუ ამოიღებს – ეშინია სამსახურის დაკარგვის. იგივეა სახელმწიფო სამსახურის შემთხვევაშიც, ექიმი თუ მუშაობს სახელმწიფო დაწესებულებაში, ეს სახელმწიფო ხელფასს უხდის, როგორ იქნება დამოუკიდებელი?


– თქვენ რა რეგულაციას დაამატებდით?


– საქართველოში უნდა იყოს გაყიდვაში მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო პირბადე. ყველგან სადაც უნდა წახვიდე, პირბადე უნდა იყოს 1 სტანდარტის. ხალხი დაბნეულია, მაღაზიაში სთავაზობენ 10 სხვადასხვა სახის პირბადეს. ვინმემ უნდა აუხსნას, რომელი პირბადე გამოიყენოს, ამას მე კი არა, მთავრობა უნდა აკეთებდეს. დაადგინონ წესი, რომ ჩვენთან შემოდის მხოლოდ ასეთი პირბადე და მორჩა. ამბობს ზოგი, ვერ ვიკეთებ პირბადეს, ვიხრჩვებიო – ზღაპრებია ეს, არ არის სამედიცინო პირბადე ალერგიული, არც არავინ იხრჩვება ამ პირბადით, ესაა ტყუილი.


– შავი, არასამედიცინო პირბადით მივიდა პრემიერ ღარიბაშვილი სხდომაზე. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, ვირუსის არ სჯერა, ექიმების რეკომენდაციას არ ენდობა?


– მაგაშია საქმე, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება მიიღოს ერთი ტიპის პირბადე – არის რამდენიმე ტიპის სამედიცინო პირბადე და ერთ-ერთ აირჩია გერმანიამ და გახადა სავალდებულო მისი გამოყენება. მოსახლეობისათვის რთული გასაგებია, რომელია ხარისხიანი, რომელი არა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველაზე დიდი ჩავარდნა, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, თავის დროზე, ბევრ არასამედიცინო პირბადეზე გასცა თანხმობა…


– არათუ თანხმობა, არასამედიცინო პირბადეების რეკლამირება ხდება.


– დიახ, ვიცი. სამედიცინო პირბადე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უნდა იყოს სტანდარტი დაწესებული და მეტსაც გეტყვით, სექტემბრიდან მოყოლებული, ჩვენ უკვე სახელმწიფო დონეზე დაწესებული გვაქვს ასეთი სტანდარტი – მაგრამ ამას სჭირდება აღსრულებაც, სხვა პირბადე ქვეყანაში არ უნდა შემოვიდეს! ამით დავიცავთ მოსახლეობას. თუ ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, პირბადე ყველგან უნდა იყოს, ყველა მაღაზიაში და 15 თეთრზე ძვირი არ უნდა ღირდეს. ერთი სააფთიაქო ქსელი თუ ყიდის 14 თეთრად, კითხვა არ გებადებათ, სხვა კომპანიები რატომ ყიდიას უფრო ძვირად?


თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/gindath-gaigoth-epidemias/


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 23, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

ნოემბერი 24, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

25 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები