პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ ფრიტატა ბულგარული წიწაკითა და ისპანახით

მოამზადეთ ფრიტატა ბულგარული წიწაკითა და ისპანახით

ინგრედიენტები:

  • ისპანახი – 300-400 გრ.
  • წითელი ბულგარული წიწაკა – 5 ც.
  • მწვანე ხახვი – 200 გრ.
  • ყველი ფეტა – 150 გრ.
  • კვერცხი – 8 ცალი.
  • ზეითუნის ზეთი
  • ქინძი და რეჰანი
  • შავი წიწაკა
  • მარილი გემოვნებით

მომზადების მეთოდი:

ბულგარული წიწაკა წვრილად დავჭრათ და ზეითუნის ზეთში მოვთუშოთ დარბილებამდე. შემდეგ დავუმატოთ ისპანახი და მწვანე ხახვი. გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში.

კარგად ავთქვიფოთ კვერცხი. მოთუშული ბოსტნეული ტაფაზე გადმოვიტანოთ. დავუმატოთ კვერცხი და სანელებლები,წიწაკა და მარილი გემოვნებით. ბოლოს კი მოვაყაროთ გახეხილი ყველი ფეტა. როდესაც ფეტა მთლიანად გადნება, შეგვიძლია კერძი მაგიდაზე მისატანად მოვამზადოთ. უნდა მივირთვათ ცხლად.

 

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  სამკურნალო ჩაის სასარგებლო თვისებები – ჯანმრთელობის ბუნებრივი წყარო!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები