ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიინტერვიუ Food ბლოგერ სოფო ჯანხოთელთან - what's sopo cooking

ინტერვიუ Food ბლოგერ სოფო ჯანხოთელთან – what’s sopo cooking

Food ბლოგერობა უფროდაუფრო პოპულარული ხდება. ამ სფეროში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ამ კონკურენტუნარიან გარემოში რთულია თავის დამკვიდრება. 

მედიაჰოლდინგი “შენი” ესაუბრა what’s sopo cooking -ის შემქნელს, სოფო ჯანხოთელს. როგორ შეიცვალა პროფესია; როგორ გახდა ძველი რეცეპტების გაცოცხლება და ახალი გემოების მოძიება მისი საყვარელი საქმიანობა? –  ინტერვიუდან შეიტყობთ:

– სოფო, გაეცანით ჩვენს მკითხველს…

– მე ვარ სოფო ჯანხოთელი, 33 წლის. პროფესიით ფსიქოლოგი.

– საიდან იწყება თქვენი და კულინარიის სიყვარული?

– პროფესიით, როგორც მოგახსენეთ, ფსიქოლოგი ვარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი კულინარიით დავინტერესდი, აღმოვაჩინე პროფესიული სასწავლებელი, სადაც პროფესიულ დონეზე შევისწავლე ჩემი ბავშვობის გატაცება, რის შემდეგაც პროფილიც შევიცვალე და კონდიტერი გავხდი.  ჩემი და კულინარიის სიყვარული ბავშვობიდან იწყება. ყოველთვის მიზიდავდა სამზარეულოში დროის გატარება, ოჯახის ძველი რეცეპტების მოსინჯვა და ახალ-ახალი გემოების აღმოჩენა. დროთა განმავლობაში ჩემი საყვარელი გასართობი პროფესიაში გადაიზარდა.

– თქვენ ვლოგზე გვიამბეთ – როდის შექმენით, როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?

– ჩემი მეგობრები ხშირად მართმევდნენ სხვადასხვა კერძის თუ დესერტის რეცეპტს. გადავწყვიტე, რომ ჩემი გამოცდილება და ცოდნა არა მარტო ჩემი მეგობრებისთვის, არამედ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამეზიარებინა და სულ რამდენიმე თვის წინ ჩემი ვლოგიც შევქმენი.

-თქვენი პირველი კერძი…? 

– პირველი დასამახსოვრებელი დესერტი იყო შოკოლადის კექსი, რომელიც დამოუკიდებლად მოვამზადე. მახსოვს ღუმელის წინ როგორ ვიდექი, ვუყურებდი და ველოდებოდი როდის გამოცხვებოდა. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და დღესაც მახსოვს ის შეგრძნება, თუ როგორი ბედნიერი ვიყავი.

კერძს კლასიკური რეცეპტით ამზადებთ თუ უფრო თქვენეული ინტერპრეტაციით?

– მაქვს ჩემი შექმნილი რამდენიმე რეცეპტი, მაგრამ ასევე მივყვები კლასიკურებსაც. ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს კლასიკურად ამზადებ თუ შთაგონებით, მთავარია კერძი იყოს გემრიელი და მომზადების პროცესი გვანიჭებდეს სიამოვნებას.

– დაგვიტოვეთ საინტერესო და ამავდროულად მარტივი რეცეპტი!

–  გიზიარებთ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი კექსის რეცეპტს, ნიგვზის მოყვარულებს ძალიან მოგეწონებათ.

ვიდეო რეცეპტის ნახვა შეგიძლიათ ჩემს ტიკტოკ, ფეისბუქ ან ინსტაგრამ გვერდებზე.

ნიგვზის კექსი

ინგრედიენტები:

კარაქი – 250 გრ

შაქარი – 200 გრ

კვერცხი – 4 ც

გამაფხვიერებელი – 10 გრ

ვანილი

ფქვილი – 250 გრ

გატარებული ნიგოზი – 250 გრ

კონიაკი – 20 გრ

მომზადება:

ღუმელს ვაცხელებთ 160 ° ზე

წინასწარ ვამზადებთ, საცხობ ფორმას: ვუსვამთ კარაქს და ვაყრით ფქვილს.

ცალკე თასში ვურევთ: ფქვილს, გამაფხვიერებელს და გატარებულ ნიგოზს.

ცალკე თასში, ვთქვეფთ ოთახის ტემპერატურის კარაქს შაქართან ერთად, მანამ სანამ არ გათეთრდება და გაფუვდება. შემდეგ, სათითაოდ ვამატებთ კვერცხს, შუალედებში უნდა მივიყვანოთ ერთგვაროვან მასამდე. კვერცხის დამატების შემდეგ, როდესაც მივიღებთ ერთგვაროვან მასას, ვიწყებთ ფქვილის და გატარებული ნიგვზის მასის დამატებას ეტაპობრივად. ბოლოს, როდესაც ცომი გამზადდება, ვამატებთ კონიაკს და კიდევ ერთხელ კარგად ვურევთ.

მზა ცომს ვათავსებთ საცხობ ფორმაში და ვდგამთ გამოსაცხობად 160 ° ზე 45-60 წთ ქვედა წვაზე.

ცხობის დრო დამოკიდებულია ღუმელზე, ამიტომ აუცილებლად შეამოწმეთ კექსის მზაობა ჩხირით.

ავტორი თაკო ფიცხელაური 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
იდუმალი გუმბათი-ჭა პორტუგალიაში, სადაც სავარაუდოდ, მასონად კურთხევის ცერემონიები იმართებოდა

იდუმალი გუმბათი-ჭა პორტუგალიაში, სადაც სავარაუდოდ, მასონად კურთხევის ცერემონიები იმართებოდა

10 თებერვალი 2025
როგორ შევღებოთ კედელი სხვადასხვა სტილში – პრაქტიკული რჩევები

როგორ შევღებოთ კედელი სხვადასხვა სტილში – პრაქტიკული რჩევები

თებერვალი 9, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ჩავიტაროთ კანის პილინგი სახლში – სრულყოფილი გზამკვლევი

როგორ ჩავიტაროთ კანის პილინგი სახლში – სრულყოფილი გზამკვლევი

თებერვალი 9, 2025
ევროპის ყველაზე სუფთა ქალაქები ტურისტებისთვის: საუკეთესო არჩევანი აპარტამენტების დაჯავშნისთვის

ევროპის ყველაზე სუფთა ქალაქები ტურისტებისთვის: საუკეთესო არჩევანი აპარტამენტების დაჯავშნისთვის

9 თებერვალი 2025
რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის  მძღოლებისა და კურიერების აქცია გაიმართა

რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლებისა და კურიერების აქცია გაიმართა

თებერვალი 9, 2025
საქართველოს ტურისტული პოტენციალი ნიუ იორკში — ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზარზე

საქართველოს ტურისტული პოტენციალი ნიუ იორკში — ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზარზე

თებერვალი 9, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები