ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა თეთრი შაქარი
- 3 ცალი კვერცხი
- 1 ქილა ტკბილი შესქელებული რძე
- 1 ქილა უშაქრო შესქელებული რძე
- 1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი
მომზადების მეთოდი:
ნაბიჯი 1
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე.
ნაბიჯი 2
დაბალ ტემპერატურაზე საშუალო თასში გაადნეთ შაქარი, ურიეთ ოქროსფერი სიროფის მიღებამდე. მიღებული ცხელი სიროფი ფრთხილად დაასხით 22 სმ ზომის მრგვალ მინის საცხობ ლანგარზე. სიროფი ძირზე და კიდეებზე თანაბრად გადაანაწილეთ. გადადგით.
ნაბიჯი 3
დიდ თასში ათქვიფეთ კვერცხი. შეურიეთ უშაქრო შესქელებული რძე (340 გრ), ტკბილი შესქელებული რძე (400 გრ) , ვანილი და თქვიფეთ გლუვი მასის მიღებამდე. მიღებული მასა სიროფიან საცხობ ლანგარზე დაასხით და დააფარეთ ალუმინის ფოლგა.
ნაბიჯი 4
აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 60 წუთით. შემდეგ ბოლომდე გააცივეთ.
ნაბიჯი 5
როცა ბოლომდე გაცივდება ლანგრას ზემოდან დიდი თეფში დააფარეთ და ამოაბრუნეთ. საცხობი ლანგარი ფრთხილად მოაშორეთ ფლანს. დაჭერით და მიირთვით ცივი.