17/09/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ეს უკვე დანაშაულია
არაპროფესიონალიზმი კლავს, დიახ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“- წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 532 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 192 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 378 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 154 PCR ტესტით.
„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 039 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 591 766-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.20%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 192 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 556 810.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 446 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარა – 128, იმერეთი – 321, ქვემო ქართლი – 135, შიდა ქართლი – 104, გურია – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 192, კახეთი – 263, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 484 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 233, აჭარაში – 608, იმერეთში – 1 059. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში – 507, აჭარაში – 146, იმერეთში – 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 352 პირი, მათგან თბილისში – 209, აჭარაში – 24, იმერეთში – 29. 1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 – თბილისში, 351 – აჭარაში. 19 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 51, ხოლო აჭარაში – 1. სულ 6 ოქტომბრიდან – 16 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 149 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 871 ადამიანი.
MD, MPH, PhD