06/04/2021
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
“ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში!
ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი. თქვენ რომ წაიკითხოთ ჯანმოს დასკვნა, თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას, ყველაფერი ისეა დაწერილი, ვითომ არაფერი არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთიდან წამოვიდა ვირუსი და ჩინეთის მთავრობა არის პასუხისმგებელი! ამას მე კი არ ვამბობ, ამერიკის მთავრობა ამბობს! როცა შენ ვერ დაარწმუნე, რომ არ ხარ დამნაშავე, ე.ი. დამნაშავე ხარ!
ახლა გამოდის ჩინეთი და ამბობს, ვაქცინას გაძლევთ, რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ რომ ხმა არ ამოვიღოთ ჩინეთის საწინააღმდეგოდ! შემდეგ როცა დადგება საკითხი, ჩინეთი გაგახსენებს, – მე რომ მოგეცი ვაქცინა, გახსოვს?! ახლა ფასი უნდა გადაიხადო! როცა იქნება ხმის მიცემის დრო, როცა უნდა დასაჯო ჩინეთი, შენ ჩუმად იქნები ან თავს შეიკავებ!
ეს ქვეყანა გაყიდულია!
რაც დღეს მოვისმინე, ძალიან შემრცხვა, თავი მეგონა ჩამორჩენილ დიქტატორულ, გაღატაკებულ აფრიკულ ქვეყანაში! ჩემთვის ეს იყო კოლაფსი!
იმედი მქონდა, რომ ჩვენ მაინც მაგრები ვართ!
ძალიან საწყენია, როდესაც ასეთი ძლიერი ქვეყანა ძლიერი ისტორიით, ძლიერი, გამოცდილი და ჭკვიანი ხალხით, ძალიან მაგარი ექიმებით, ექთნებით, ძლიერი პროფესიონალებით, აქამდე რომ დავეცით! გავხდით რაღაცა ჩამორჩენილი დიქტატორული, გაღატაკებული, კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა!
ჩვენ ვიცით, ვინც არის დამნაშავე, ვინც მართავს ამ ქვეყანას, ვინ აკეთებს ამ არაფროფესიონალურ კორუფციულ გარიგებებს! ეს სხვისი ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალია!
ხალხი პანიკაშია! თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება, პასუხი გასცეს ამ გადაწყვეტილებას!
ხომ დაგპირდით, სიმართლეს ყოველთვის ვიტყვი!
კოვიდის ვაქცინაცია მსოფლიოში არის ნებაყოფლობითი. მარტო დიქტატორულ ქვეყნებშია იძულებითი!
თქვენ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. მე გითხარით, რომელი ვაქცინა როგორ უნდა გამოიყენოთ!
ფაიზერის ვაქცინა არის კარგი ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, კვლევები უკვე არის, 12 წლიდან შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გამოყენება, შეიძლება ხვალ შეიცვალოს ყველაფერი. დღესდღეობით ეს არის ფაქტი.
ასტრაზენეკას ვაქცინა მთლად კარგი ვერ გამოდგა, ძლიერმა მარეგულირებელმა, როგორიც არის გერმანია, გადაწყვიტა, 60 წელზე ქვემოთ არ გამოიყენოს ასტრაზენეკას ვაქცინა, საფრანგეთში 95 წლის ქვემოთ არ შეიძლება გამოიყენება. გირჩევთ, 60 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანებმა გამოიყენოთ ფაიზერის ვაქცინა, 60 წლის ზემოთ – ასტრზენეკას ვაქცინა. თუ საშუალება არის, სჯობს ფაიზერის ვაქცინით აიცრათ! ჯერჯერობით, რა მონაცემებიც გვაქვს, ფაიზერის ვაქცინა საუკეთესოა!
საქართველოში ყველაზე კარგი გამოსავალი არის 2-მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე. ამაზე უკეთესი წამალი საქართველოში არ არის! უაზრო ვიდეოები ვრცელდება, თითქოს, პირბადეებში ჭიებია, სირცხვილია, რა სისულეებს აკეთებთ!
„ჩალიჩობენ“, რომ მაინცდამაინც ჩინური ვაქცინა გაიკეთოთ. შეიძლება თქვენ ვერ ხვდებით, მაგრამ მე ხომ ვხვდები! რატომ მაინც და მაინც ახლა?! მავნებლების წრე არის, მაფიოზური, კლანური წრე. თქვენ ხართ მავნებლები!
მოდით ჩინურ ვაქცინას დავუპირსპიროთ „ფუფალას ვაქცინა“. ვფიქრობ გამოკითხვის ჩატარებას, – რომელ ვაქცინას აირჩევდით, ფაიზერს, ასტრაზენეკას, ჩინურს თუ „ფუფალას ვაქცინას“?
არანაირ ჩინურ ვაქცინას არ ვუწევ რეკომენდაციას, ვინაიდან გიორგი ფხაკაძემ ვერ წაიკითხა, ვერ მოიძია მსოფლიოში რამე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ან ერთი, ან მეორე ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო. ყველა ინფორმაცია, რაც არსებობს, არის არადამაჯერებელი! თუ ასეთი მაგარია ჩინური ვაქცინები, ჯანმოს მიერ აკრედიტაცია რატომ ვერ გაიარა! პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ საბუთები ბოლომდე ვერ წარადგინეს!
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თურმე გამოკითხვა ჩაატარა და თქვეს, ჩინური ვაქცინა ძალიან მოთხოვნადია საქართველოშიაო.
რატომ გგონიათ, რომ ხალხი არის დაჩლუნგებული?! მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას! როგორ უნდა გაბედო და ასეთი რამე აკადრო საზოგადოებას!
ინფორმაცია მოგაწოდეთ მაქსიმალურად, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ნდობაზე აგებული, მეცნირებაზე აწყობილი და რაც მთავარია, გამჭვირვალე პროცესია! ეს პროცესი თუ არ იქნება გამჭირვალე და უსაფრთხო, ეს იქნება დიქტატურასთან ნაზავი პროცესები!
ვაქცინასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ბრიტანეთიდან და ისრაელიდან! თუ მაინცდამაინც ვიღაცისგან სწავლა გვინდა, ვისწავლოთ ამ ორი ქვეყნისგან!
რა თქმა უნდა, მე ვაქცინაციის წინააღმდეგი არა ვარ და ვერ ვიქნები. მე ექიმი ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ, მოსახლეობაში გაურკვეველი წამლის დარიგების! არ ვიცი ამ წამლის არც შემადგენლობა, არც ეფექტურობა და არც ერთი მაღალი დონის კი არა, საშუალო დონის სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ ლანძღვა-გინების გარდა არაფერი მოიძებნება! თუ მოიძებნება, გთხოვთ, გამომიგზავნოთ!
რაც შეეხება მესამე ტალღის დაწყებას, რომელსაც რა ხანია ვიძახდი, რომ აპრილში დაიწყებოდა, თუ შეზღუდვებს მოხსნიდნენ, გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩაკეტვასთანაა დაკავშირებული, სუფთა პოლიტიკურია.
მე რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, გადავდგებოდი თანამდებობიდან იმ დღიდან, როცა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და ყველა შეზღუდვა მოხსნეს. და ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ შეზღუდვებზე მანიპულაციას ცდილობენ თქვენით, ისინი ყველაზე მავნებლები არიან. თქვენს ემოციებზე თამაშობენ და ქულების აღება უნდათ, ეს ქულები დროებითია“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil