21/04/2021
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე:
“სიმართლე ვიღაცამ უნდა გითხრათ. თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ინფორმირებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. მეგონა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა, იმდენი ვილაპარაკე და საჯაროდ იმდენჯერ გავაფრთხილე.
გადაწყვეტილების მიმღებნი, მაგრამ ამაოდ – არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ღუპავს საქართველოს. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თურმე 27 აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება და რომ თურმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ექსპერტები სრულად უჭერენ მხარს, დაიწყოს ამ ვაქცინით ვაქცინაცია.
ახლა გავშიფროთ ამ გადაწყვეტილების, რბილად, რომ ვთქვათ, მცდარობა. თავშივე ვიტყვი, 2 მლნ თუ რაც გადაიხადეს ამ ნაგავში, წყალში გადაყრილი ფულია. ის მეორე ნაჩუქარი ჩინური ვაქცინის 100 000 დოზაც ასევე ნაგავში უსარგებლოდ გადასაყრელია მოპირდაპირე და აი, რატომ: ექსპერტები და ეპიდემიოლოგები, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მესამე ტალღის შესაჩერებლად ჩინური ვაქცინით დაიწყონ ვაქცინაცია, არიან ან უცოდინრები, ან კორუმპირებულები. თვითონ აირჩიონ, რომლები არიან ან თქვენ შეაფასეთ.
მივყვეთ საკითხს თანმიმდევრობით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სამიოდე დღის წინ აღიარა, რომ საქართველოში ამჟამად უკვე მოცირკულირე ვირუსების 70% ბრიტანული შტამია, ხოლო ძველი, ე,წ, უხანის ვირუსი მხოლოდ 30%-ია.
საქმე ისაა, რომ ჩინური ვაქცინა საერთოდ არ მოქმედებს ბრიტანულ შტამზე. გამოდის, რომ ამ 70%-ს ის ვერაფერს დააკლებს. ახლა დარჩენილ 30% ვუჰანურ ვირუსზე რა ხდება, გეტყვით. თვითონ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა, რომელიც მხოლოდ ამ ვუჰანურ ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებს, არის მხოლოდ 50% (ეს რამდენიმე დღის წინ თავად ჩინეთის მთავრობამ აღიარა).
ანუ გამოდის,რომ ამ 30%-ის ნახევარს ანუ 15%-ს დაიცავს. მარტივი არითმეტიკაა – ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში 100 ადამიანიდან მხოლოდ 15 იქნება დაცული”
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესზე დაავადებათა კონტროლის ცენტრია პასუხისმგებელი.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil