ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი“ექიმებმა არ იციან რომ 24 დღეა გადადების საფრთხე? რატომ არ ამბობენ, რომ...

“ექიმებმა არ იციან რომ 24 დღეა გადადების საფრთხე? რატომ არ ამბობენ, რომ 24 დღე უნდა იყოს პირი…

04/12/2020

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის ბოლო დროს მონაწილეობდა სამთავრობო გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში, სადაც შეზღუდვების შესახებ მსჯელობდნენ.


– „შავ პარასკევს“ ვნახეთ უამრავი ადამიანი, დისტანციის დაცვის გარეშე მაღაზიებში, თუმცა, არ მინახავს არც ერთი დაჯარიმებული და არ ვიცი, რა აზრი აქვს იმ რეგულაციების შემოღებას, რომელი რეგულაციის აღსრულებასაც ვერ ახდენ… რამდენ ხანში მოვიმკით „შავი პარასკევის“ ეფექტს?


– დაახლოებით, 10 დღეში. მეხუთე-მეექვსე დღეს იწყება სიმპტომები, ერთ კვირაში ვიღაცა მძიმდება, ვიღაცა – არა და არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ მხოლოდ მძიმე პაციენტები უნდა გადავიყვანოთ კლინიკებში, დანარჩენების მართვა უნდა მოხდეს ბინაზე, ან კოვიდსასტუმროში. 14 დღის პერიოდში არსებობს რისკი პაციენტის დამძიმების და სწორედ ამიტომ ჰყავთ პაციენტები 14 დღის მანძილზე კარანტინში და აკვირდებიან, მერე კი მათ უშვებენ და ისინი მიდიან და ხვდებიან მეგობრებს, ახლობლებს…


იმას აღარავინ ეუბნება მათ, რომ ისინი კიდევ 10 დღე უნდა იყვნენ იზოლაციაში… ექიმებმა ეს არ იციან? არ იციან, რომ 24 დღეა გადადების საფრთხე? რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე? რატომ არ ამბობენ, რომ 24 დღე უნდა იყოს პირი იზოლაციაში? ეს ადამიანები ხომ 14 დღის მერე მიდიან დღეობებზე, შეკრებებზე, ეხუტებიან ადამიანებს, გადადების საფრთხე, შესაძლოა ნაკლებია, მაგრამ ხომ არის? 200-დან 2 ადამიანიც რომ დააინფიცირონ, ის 2 არ გაავრცელებს?


– რატომ არ ამბობენ და კოლეგიალობაო, გვპასუხობენ…


– კოლეგიალობა კი არა, ხალხის ინტერესებია მთავარი. ჯანდაცვის სიტემის რეფორმაო და ერთადერთი რეფორმა გვჭირდება – ყველა უნდა გავუშვათ სახლში, ყველა, უკლებლივ. მაგრამ ისე არიან ჩახლართულნი, აფთიაქები, ჯანდაცვის სისტემა, შემომტანები, მიმწოდებლები, ერთს რომ მოკიდო ხელი, ყველა დაგესევა და ჩვენ ვხვდებით მაინც მათი მსხვერპლნი.


აპროტესტებენ რაღაცებს ჯანდაცვის სისტემაში მაგრამ რას აპროტესტებენ, ჯანდაცვა არ გვაქვს, აფთიაქი არ გვაქვს და მაფიოზური კლანებით იმართება ეს სისტემა. მე არ მიყვარს რელიგიაზე საუბარი, მაგრამ უნდა ვთქვა, ამ ხალხს ღმერთის არ სწამს… მდიდრები ბიზნესებს ლობირებენ და ვირუსს არ აინტერესებს ამასობაში მდიდარი და ღარიბი… ჰგონიათ მდიდარს არ შეხვდება? რატომ? საჭმელს ხომ ჭამს? ვიღაცა ხომ უმზადებს ამ საჭმელს? სახლს ხომ ვიღაცა ულაგებს და ა. შ.


– ხო, მაგრამ მდიდარი მოხვდება კლინიკაში და ღარიბი – ვერა…


– ეს ძალიან ვერაგი ვირუსია, არაფერი ვიცით ჯერ ამ ვირუსზე რეალურად და მისი შედეგები, გამოჯანმრთელების მერეც კი, იქნება მძიმე. ჯერ ერთი, არის რეინფიცირების შემთხვევები, რომელიც მიდის მძიმედ, მეორე – ფიქსირდება კოვიდის ნარჩენი მოვლენები, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს გადატანიდან 2 თვის და შეიძლება 5 თვის შემდეგ. არავინ იცის, რა მოხდება, ასე რომ გამოჯანმრთელებული მდიდარიც არ არის დაზღვეული. რუსული „რულეტკასავითაა“, ან გაგიმართლებს, ან არა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რუსული „რულეტკის“ შემთხვევაში, იარაღში ერთი ტყვიაა და კორონავირუსის შემთხვევაში კი იარაღი დატენილი და მხოლოდ ერთი ადგილია ცარიელი, მხოლოდ ერთი ტყვია აკლია….


ამას უკვე უწოდეს გრძელი კოვიდი – გადატანის მერე იმდენად ბევრი პრიობლემა შეიძლება დატოვოს და იმდენად დიდხანს. თავიდან ეგონათ, რომ იგი პატარა დეპრესიას ტოვებს, მერე კი აღმოჩნდა, რიმ ის აზიანებს ადამიანის ნერვულ სისტემას, რამდენ დაავადებას იწვევს ნერვული სისტემის დაზიანება, პარკისონის დაავადების ჩათვლით, იცით?


ადრე ვიღაცას ჰქონდა პატარა შიშები და უმკლავდებოდა, ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში, ვეღარ გაუმკლავდება… კი ბატონო, მიიღეს ჯოგური იმუნიტეტის გადაწყვეტილება, მაგრამ, მერე გრძელ პერიოდში მზად არიან, ამდენ პრობლემას გაუმკლავდნენ? გვყავს ამდენი ნევროლოგი, კარდიოლოგი და სხვა პროფესიის ექიმები?


თამო კეშელავა, ალია




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/eqimebma-ar-itsian-rom-24-dghe/


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები