შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიდიეტა ბავშვებში

დიეტა ბავშვებში

ჭარბ წონას განსაკუთრებულად განიცდიან ბავშვები. ზოგიერთი უარს ამბობს ამა თუ იმ საკვებზე, ზოგი კი საერთოდ შიმშილობს. შეიძლება თუ არა მზარდი ორგანიზმისთვის საკვების შეზღუდვა, ან როგორ მოვაგვაროთ ჭარბი წონის პრობლემა ამ ასაკში. კიდევ უფრო რთულია ამ კუთხით თინეიჯერული ასაკი, რომელიც ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდად ითვლება, წონის მატება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია. მაგრამ ამ მიზეზით საკვების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა უარყოფითად იმოქმედებს ზრდის პროცესზე. ორგანიზმი ხომ გაძლიერებულად ითხოვს მინერალებს, ვიტამინებს, ენერგიას.

სიმსუქნის ხელშემწყობი ფაქტორებია – ჭარბი საკვები და ნახშირწყლები, კვების რეჟიმის დარღვევა (იშვიათად ან საღამოს ჭამა), უმოძრაო ცხოვრების წესი. ორგანიზმზე ამ ფაქტორთა ზემოქმედება ეხმარება გენეტიკური განწყობის გამოვლენას, რაც სიმსუქნის ცენტრალური და პერიფერიული რეგულაციის მექანიზმების დარღვევით აიხსნება.

დიეტა ბავშვებში | შენი სუფრა

წონაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის – მემკვიდრეობა, ტემპერამენტი, მადა, სულიერი წონასწორობა.

თუ მშობლები და უახლოესი ნათესავები მსუქნები არიან, დიდი ალბათობით ბავშვიც მათ დაემსგავსება.

 

მშვიდ, დინჯ, ნაკლებად მოძრავ ბავშვს უამრავი დაუხარჯავი კალორია რჩება, რომლებიც ორგანიზმში ცხიმის სახით გროვდება. ამიტომ რეკომენდაცია იქნება მეტი აქტივობა, ვიდრე კალორიული შეზღუდვა.

წყარო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ცნობილია, რომელი კლინიკა დაჯარიმდა 20 000 ლარით...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები