ორშაბათი, ოქტომბერი 21, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი7 ყველაზე ძვირად ღირებული დესერტი მსოფლიოში

7 ყველაზე ძვირად ღირებული დესერტი მსოფლიოში

ადამიანების დიდ ნაწილს, გემრიელად ჭამის შემდეგ დესერტის დაყოლება წესად აქვს ქცეული. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანებს ტკბილეულის მირთმევის შემდეგ დასრულებულობის განცდა აქვთ და შესაბამისად, კვების დასკვნით ნაწილს მათ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია.

გთავაზობთ რამდენიმე ძვირად ღირებულ დესერტს, რომელთა მირთმევაც არც ისე მცირე თანხა დაგიჯდებათ.

 

1. ამ სპეციალური კერძის ფასი 9,85 მილიონი დოლარია. მარწყვის ეს დესერტი შეიცავს 24-კარატიან ოქროს ფანტელს, ნაღებს, ვანილის ნაყინსა და სხვადასხვა ძვირადღირებულ შამპანურსა და ლიქიორს, რომლებიც კერძს აჯანსაღებენ.

1-1658571643.png

 

2. ეს ნუგბარი რეალურად ხელმისაწვდომია 3 333 33 დოლარად, რომელიც მზადდება ბანანის, სიროფისა და იშვიათი დესერტის ღვინოებისგან. მიზეზი, რის გამოც დესერტი ასეთი სოლიდური თანხა დაჯდა, არის ის, რომ მას მოყვება პირველი კლასის ავიაბილეთი ტანზანიის მთა კილიმანჯაროში; ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება და ნაყინის პარტია, რომელიც დამზადებულია მყინვარის ყინულისგან.

3-1658571732.png

 

3. ინგლისში მდებარე სასტუმროში Lindeth Howe Country House მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული, მარკ გიბერტი 35 000 დოლარის ღირებულების შოკოლადის პუდინგს დაგიმზადებთ. ეს არ არის ჩვეულებრივი პუდინგი. მის შემადგენლობაში შედის საუკეთესო ხარისხის შოკოლადი, რომელიც ჩამოსხმულია ფაბერჟეს კვერცხის ფორმაში. ასევე მასში შეხვდებით შამპანურის ჟელეს. გარედან კი პუდინგი საკვები ოქროს ფოთლებით არის მორთული.

4-1658571982.png

 

4. ნიუ-იორკის რესტორანმა Serendipity 3-მა კიდევ ერთხელ მოიპოვა ადგილი გინესის რეკორდებში მდიდრული დესერტის შექმნით. ეს ძვირადღირებული ტკბილეული მზადდება Serendipity გაყინული ცხელი შოკოლადის მიქსისგან, რომელიც შეიცავს 14 იშვიათ და საიდუმლო კაკაოს, რძეს, ყინულის კუბებს, ათქვეფილ ნაღებსა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტრიუფელის ნამსხვრევებს. იგი ასევე გაჟღენთილია ხუთი გრამი საკვები 23-კარატიანი ოქროთი და მოთავსებულია Baccarat Harcourt-ის ბროლის თასში, რომელიც გაფორმებულია საკვები ოქროთი. დესერტის ფასი 25 000 დოლარია.

5-1658572052.png

 

5. Bloomsbury cupcake-ის დამფუძნებელმა შაფინა იუსუფ ალიმ მოახერხა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კექსი დაამზადა. მის შემადგენლობაშია: უგემრიელესი იტალიური შოკოლადი და უგანდური ვანილის წიპწები, ოქროს ფანტელები, ხოლო მარწყვი ოქროშია ამოვლებული.

6-1658572130.png

 

6. რესტორნის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადაც ხშირად ხვდებიან მდიდარი და ცნობილი პიროვნებები, Serendipity 3-მა ნიუ-იორკში თავისი მდიდრული და უნიკალური დესერტი წარმოადგინა, რომელიც 1 000 დოლარი ღირს. ნაყინი დაფარულია 23 კარატიანი საკვები ოქროს ფოთლით, რომელიც გაჟღენთილია მადაგასკარის ვანილის მარცვლებით და იშვიათი შოკოლადით. დესერტს ამშვენებს დაშაქრული ხილი, ოქროთი დაფარული ნუში, შოკოლადის ტრიუფელი და მარციპანის ალუბალი.

7-1658572212.png

 

7. ეს იშვიათი ფრანგული ტრიუფელია, რომელსაც 70% შავი შოკოლადი აქვს, ასევე ნაღები, შაქარი, ტრიუფელის ზეთი და ვანილი. ის ოქროს ყუთით არის წარმოდგენილი და 250 დოლარი ღირს. თუკი დესერტს მოსამზადებლად შეუკვეთავთ, 14 დღე მოგიწევთ ლოდინი, ხოლო შენახვის ვადა 7 დღე აქვს.

8-1658572334.png

 

 

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

20 October, 2024
ჭრილობის მოვლა სახლში – საინფორმაციო ბუკლეტი (ამბულატორიული მოვლა)

ჭრილობის მოვლა სახლში – საინფორმაციო ბუკლეტი (ამბულატორიული მოვლა)

ოქტომბერი 21, 2024
რვა ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში წლის ბოლომდე ნამდვილი სასწაული მოხდება

რვა ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში წლის ბოლომდე ნამდვილი სასწაული მოხდება

21 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

ოქტომბერი 18, 2024
“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

18 ოქტომბერი 2024
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

ოქტომბერი 18, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ოქტომბერი 20, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები