სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedჩურჩხელა - ქართული სამზარეულოს გამორჩეული ნუგბარი

ჩურჩხელა – ქართული სამზარეულოს გამორჩეული ნუგბარი

ქართული სამზარეულოს უნიკალურობა არა მხოლოდ მთავარ კერძებში, არამედ გამორჩეულ და განსაკუთრებულ ტკბილეულშიც გამოიხატება. სწორედ ასეთი ქართული ნუგბარია ჩურჩხელა.

რაში იყენებდნენ ჩურჩხელას საუკუნეების წინათ?

შეიძლება ითქვას, რომ ძველ დროში ჩურჩხელა ერთ-ერთი „სტრატეგიული ტკბილეული“ იყო, რადგან ის მეომრებს ომში მიჰქონდათ. გარდა იმისა, რომ ჩურჩხელა დამანაყრებელია, მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, დიდხანსაც ინახება და განსაკუთრებულ პირობებში შენახვაც არ სჭირდება.

ჩურჩხელას, როგორც არქეოლოგიური გათხრებიდან ჩანს, უძველესი დროიდან ამზადებდნენ საქართველოში. აღმოჩენილია თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელსაც  შესანახადაც იყენებდნენ და ტრანსპორტირებისთვისაც.

რისგან შედგება ჩურჩხელა?

ჩურჩხელა არის თათარაში – ყურძნის ბადაგის ფაფაში რამდენჯერმე ამოვლებული ნიგვზის აცმა. ყველაზე პოპულარული კახური ჩურჩხელაა, რომელსაც შიგნით მთელ-მთელი ნიგვზის ლებნები აქვს და ხშირად „კუკრუჭანასაც“ უწოდებენ. 

ჩურჩხელისგან განსხვავებით, ჯანჯუხა, რომელსაც დასავლეთ საქართველოში ამზადებენ, უფრო თხელია, მზადდება თხილისგან და დასავლური ფელამუშისაგან, ხშირად – ჩირეულით ან გოგრის თესლითაც.

ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ჩურჩხელას კახეთშიც რთვლის შემდეგ ავლებენ, როცა ყურძენი დაიწურება და წვენი დამაჭრდება.

ინგრედიენტები და მომზადების წესი

შუა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში ბადაგს ასხამენ, შემთბარს ნელ-ნელა პურის ფქვილს უმატებენ და გამუდმებით ურევენ. როცა შესქელდება, ერთი კვირით ადრე, წინასწარ ძაფზე ასხმულ ნიგვზის ლებნებს გამოიტანენ და ჩურჩხელის ამოვლებაც იწყება. 

ნიგვზიან ასხმულას ცხელ თათარაში ჩადებენ, კარგად ამოავლებენ და შეიძლება ეს პროცესი ორჯერ ან სამჯერაც გაიმეორონ. როცა ამოიღებენ, ჯოხზე გაკიდებენ, რათა ჰაერი და მზე კარგად მოხვდეს. მას შემდეგ, რაც ჩურჩხელა კარგად გამოშრება, ჩამოხსნიან, თეთრ ნაჭერში გადაახვევენ და მშრალ ადგილას შეინახავენ.

ჯანჯუხა

ჯანჯუხას, როგორც მას დასავლეთ საქართველოში ეძახიან, მომზადების განსხვავებული წესი აქვს. გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში ჯანჯუხის გულად ძირითადად მოხალული თხილი გამოიყენება, ბადაგს კი სიმინდის ფქვილით ხარშავენ. მას ფელამუში ჰქვია. ფელამუშში ამოვლებული ჯანჯუხა პირველი ამოვლების შემდეგ, დაახლოებით ათ დღეში, კიდევ ერთხელ უნდა ამოივლოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაშრეს. 

READ  გიორგი ფხაკაძემ გიორგი ღოღობერიძეს მხარი დაუჭირა – “ეს ჩვენი ქვეყნის მომავალია!”

რაჭაში ჩურჩხელის გულსართად ხშირად ჩირსა და გოგრის თესლსაც იყენებენ. მოხალულ გოგრის თესლს აქ რაჭველი თავადის პატივსაცემად „წერეთლის მწვადსაც“ ეძახიან.

 

 

წყარო

 

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები