სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე!“

„ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე!“

13/11/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა.


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ ჩმისი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე.


მისი თქმით, ქვეყნის მკაცრი ჩაკეტვა ეპიდვითარებას შეამსუბუქებს და არსებული ვითარებიდან უფრო სწრაფად გამოვალთ.


„ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე! მკაცრ ჩაკეტვას მე კი არ ვიძახი, მეცნიერება გვეუბნება, – რაც უფრო მალე ჩაკეტავთ, მით უფრო მალე გამოვალთ, ჩვენი ეკონომიკაც უფრო მალე გამოვა. პრაქტიკულად გადაადგილება არ უნდა იყოს.


ჩვენ ბოლო 2 კვირა რომ შევადაროთ საბერძნეთი, თურქეთი თუ ჩვენი მეზობლები, პრაქტიკულად ერთ დონეზე ვართ სიკვდილიანობის თვალსაზრისით. თურქეთი და საქართველო თითქმის ერთ დონეზე რომ იქნება წარმოიდგინეთ, ბოლო 2 კვირაზე მაქვს საუბარი“ , – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის ვაქცინამ, რომელზეც “ფაიზერი” მუშაობს, გაცნობის შემდეგ კითხვის ნიშნები დაუტოვა.


„ვაქცინის დამტკიცება არ არის იოლი მომენტი. როდესაც წავიკითხე „ფაიზერის“ ტექნიკური პრესრელიზი, 90% გამიჩნდა უფრო მეტი კითხვის ნიშანი, ვიდრე პასუხი. უზუსტობა იყო თვითონ ტექსტში, ბევრი რაღაც თავის თავს ეწინააღმდეგებოდა. ჩემთვის დასამტკიცებლად რომ მოსულიყო ეს ვაქცინა პირველივე ეტაპზე ვეტყოდი, რომ აქ რაღაც არასწორია. ეს ტექნიკური მომენტია. ლოჯისტიკური თვალსაზრისით რთულია.

ვაქცინა ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა, მე ვაქცინის ძალიან დიდი მომხრე ვარ. რატომ ვარ მოწინააღმდეგე ამ არასწორი ვაქცინის? იმიტომ რომ თუ ჩვენ მივცემთ მოსახლეობას არასწორ ვაქცინას, ჩვენ მივაყენებთ უფრო დიდ ზიანს მოსახლეობას, ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომელიც ძალიან კარგია, გადაარჩინა მილიონობით სიცოცხლე. არასწორმა ვაქცინამ შესაძლოა მიაყენოს ზარალი იმ ვაქცინას, რომელიც ეფექტურია და კარგად მუშაობს მსოფლიოში. იმიტომ ვარ ძალიან სკეპტიკური, ფრთხილად უნდა ვიყოთ არ უნდა დავუშვათ შეცდომა“, – განაცხადა ფხაკაძემ.


გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს:

„პირბადე და 2- მეტრიანი დისტანცია არის გამოსავალი, ზამთარი მოდის, ძალიან გთხოვთ, გაანაივოთ შენობები, ყველა ოთახი გაანიავეთ, სადაც ხალხი შემოდის. არ იჯდეთ დახურულ კარებში. ამ წუთას ერთ-ერთი საუკეთესო წამალია, ნებისმიერ ვაქცინას ჯობია, დღევანდელ დღეს ეს არის ვაქცინა “.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები