შაბათი, ნოემბერი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიბურღულეულის არჩევისა და შენახვის წესები

ბურღულეულის არჩევისა და შენახვის წესები

  ბურღულეულს მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია. ისინი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით და ადამიანის კვების რაციონში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია.

ბურღულეულის არჩევისა და შენახვის წესები | შენი სუფრა

ბურღულეულის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ნებისმიერ ბურღულს აქვს დრო რომელშიც უნდა მოიხარშოს, თუ პაკეტს აწერია, რომ ესა თუ ის ბურღული იხარშება X წუთში და მის მოხარშვას ბევრად მეტი სჭირდება, ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ ბურღული ძველია და მისი ხარისხი დაბალია. ანუ ხარშვის დრო უნდა შეესაბამებოდეს სახეობას.
  • რაც უფრო ახალია ბურღულეული, მით უფრო სწრაფად იხარშება იგი.
  • ყველაზე სწრაფად მანის ბურღული იხარშება.
  • წინასწარ დამუშავებული ბურღული (მაგალითად მანი, ჰერკულესი, დაღერღილი ან დაფქვილი წიწიბურა) უფრო სწრაფად იხარშება ვიდრე დაუმუშავებელი;

ბურღულეულის არჩევისას გირჩევთ, უპირატესობა ჰერმეტულად დაფასოებულ პროდუქტს მიანიჭოთ- სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც საწყობებში ან მაღაზიებში ბურღულს არასათანადო პიროებებში ინახავენ და იგი ამძაღებას ან ლპობას იწყებს.

ბურღულეულის არჩევისა და შენახვის წესები | შენი სუფრა

ბურღულის შესანახად შეიძლება გამოვიყენოთ კერამიკული, მინის, პლასტმასის ან მეტალის ქილები. აუცილებელია — შესანახ ჭურჭელს თავსახური კარგად ქონდეს დახურული, რათა არ მოხდეს ბურღულეულის დანესტიანება და მასში მწერების გაჩენა. ასევე ბურღულის შენახვა უნდა მოხდეს გრილ და მშრალ ადგილას. ბურღულის სახეობების მიხედვით ( ოთახის ტემპერატურაზე), შენახვის ვადებიც განსხვავებულია: ხორბლის, მანის, სიმინდისა და შვრიის ბურღული ინახება 4-10 თვე, წიწიბურა 20 თვე, ბრინჯი 16-18 თვე.

თუ თქვენ ბურღულეულის დიდ მარაგს იკეთებთ, აუცილებელია მისი წელიწადში 3-4-ჯერ შემოწმება, თუ მასში აღმოაჩინეთ მწერები-პროდუქტი საკვებად აღარ გამოიყენება; სოფლის პირობებში გაფუჭებული პროდუქტი შეგიძიათ ფრინველის საკვებად გამოიყენოთ.

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? - იდეები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები