შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ ბროკოლისა და ბარდის სალათი ბროწეულით

მოამზადეთ ბროკოლისა და ბარდის სალათი ბროწეულით

ბროკოლისა და ბარდის ეს არომატული სალათი არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევს ქათმის ხორცსა და თევზს.

ინგრედიენტები:

• ¼ ფინჯანი წვრილად დაჭრილი ხახვი

• ½ ჩაის კოვზი კვლიავი

• ½ ჭიქა იოგურტი

• 2 სუფრის კოვზი ტაჰინის სოუსი

• 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

• 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი

• ¾ ჩაის კოვზი მარილი

• ½ ჩაის კოვზი წიწაკა

• 4 ფინჯანი წვრილად დაჭრილი ბროკოლი

• 1 ფინჯანი კონსერვირებული ბარდა

• ½ ჭიქა ბროწეულის მარცვლები

მომზადების დრო: 20 წთ.

მომზადების მეთოდი:

ხახვი 10 წუთით მოათავსეთ წყლიან ჯამში. კვლიავი ცეცხლზე შემოდგით და ურიეთ, სანამ მის არომატს არ იგრძნობთ. გადაიტანეთ მოზრდილ ჯამში, დაამატეთ იოგურტი, ტაჰინის სოუსი, ზეთი, მარილი, ლიმნის წვენი,ხახვი და წიწაკა. კარგად ურიეთ, დაამატეთ ბროკოლი, ბარდა და ბროწეულის მარცვლები, ურიეთ კარგად, სანამ ყველა ინგრედიენტი არ შეერევა ერთმანეთს. გააჩერეთ 10 წუთით. დაამატეთ ცოტა მარილი და კვლავ აურიეთ. გემრიელად მიირთვით!

კალორიულობა: 162 კალორია.

ცხიმი: 9 გრ.

ბოჭკო: 4 გრ.

ნახშირწყალი: 16 გრ.

ცილა: 6 გრ.

ფოლიუმის მჟავა: 46 მგ.

ქოლესტერინი: 2 მგ.

შაქარი: 4 გრ.

C ვიტამინი: 47 მგ.

კალციუმი: 69 მგ.

რკინა: 1 მგ.

ნატრიუმი: 344 მგ.

კალიუმი: 369 მგ.

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „არ მისცემთ ფარმა კომპანიებს საშუალებას, თქვენზე ფული იშოვონ, აიცერით „ფაიზერით”… – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები