30 ნოემბერი, 2021
კრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
„კოვიდი ნამდვილად არ არის მარტივი პანდემია. ყოველდღე გვაქვს ცვლილებები, ახალი წამლები, ახალი ვაქცინები, თავდაცვის ახალი საშუალებები არის ათასობით მეცნიერისა და ექსპერტის მუშაობის შედეგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არ არის იოლი. და ზუსტად მათი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ გვაქვს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები და ყოველ 2-3 კვირაში ახალი წამლები გვეხმარება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა წამალსა თუ ვაქცინაზე, მუდმივად მიმდინარეობს დაკვირვება და გაუმჯობესება. თუ რაიმე ცვლილება შეინიშნება, ეს არის ზუსტად მათი რთული და მძიმე მუშაობის შედეგი.“
მისი თქმით, ბუსტერდოზები (ძირითადად, ფაიზერ/ბიონტეკით), ანუ ვაქცინის მე-3 დოზა, არის საჭირო და ეს აჩვენა არაერთმა კვლევამ მთელ მსოფლიოში.
-„რატომ? იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ყველა კოვიდვაქცინის ეფექტურობა მცირდება 50%-ს დაბლა და, შესაბამისად, ეფექტურობა უნდა იქნეს “აწეული” მე-3 დოზით ანუ ბუსტერით. ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბუსტერი, ანუ ვაქცინის მე-3 დოზა, 60%- დან 90%-მდე ზრდის ეფექტურობას.
ისრაელი მოწინავე ქვეყანაა, სადაც ბუსტერი 6 თვეში გახდა სავალდებულო ყველასთვის, ამერიკაც და ევროპაც მიჰყვა ამ მაგალითს.
იაპონიამ ბუსტერი 8 თვიდან – 6 თვემდე ჩამოწია.
საფრანგეთმა, იტალიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ ბუსტერი 6 თვიდან – 5 თვემდე დაწია.
ბრიტანეთში დღეს ბუსტერი 6 თვიდან – 3 თვემდე ჩამოვიდა!
კონკრეტული რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას:
ბუსტერ დოზა, ანუ მე-3 დოზა, უნდა იქნეს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მე-2 დოზიდან 3 თვეში!
ბუსტერი უნდა იყოს მხოლოდ ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინით (როგორც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, ნორვეგიაში, ისრაელში და იაპონიაში)!
გადაწყვეტილება მიიღეთ ახლა, არ გადადოთ!
დავუჯეროთ მეცნიერებას!
გისურვებთ ჯანმრთელობას!” -წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.
—
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
https://youtube.com/@drpkhakadze
—
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil