ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ ბრინჯი არაქისითა და პესტოს სოუსით

მოამზადეთ ბრინჯი არაქისითა და პესტოს სოუსით

ინგრედიენტები:

  • მარილი
  • ბრინჯი – 1 ჭიქა
  • არაქისი – 100 გრ.

პესტოს სოუსისთვის:

  • ზეითუნის ზეთი – 150 მლ.
  • ახალი რეჰანი – 1 კონა
  • ნიორი- 2 კბილი
  • კედრის კაკალი – 2 სუფრის კოვზი

მომზადების მეთოდი:

ნაბიჯი 1

პესტოს სოუსის მომზადებისთვის რეჰანი, ნიორი და კაკალი ერთად დავაბლენდეროთ, მოვაყაროთ მარილი და ნელ-ნელა ზეითუნის ზეთიც ჩავამატოთ.

ნაბიჯი 2

არაქისი კარგად გახურებულ ტაფაზე მოვხალოთ. წყალი მოვადუღოთ და მარილი ჩავყაროთ, დავამატოთ ბრინჯიც და მოვხარშოთ.

 ნაბიჯი 3

მოხალული არაქისი ბრინჯს კარგად შევურიოთ. მოვასხათ პესტოს სოუსი და მაგიდასთან მივიტანოთ.

გემრიელად მიირთვით!

მომზადების დრო: 15 წთ.

ულუფების რაოდენობა: 4

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „პოსტკოვიდი საქართველოში ამჟამად ყველაზე რთული სამართავია“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები