28/02/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე CNN-ის სტატიას აზიარებს ჩეხეთში არსებულ მძიმე ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით და ამასთან, წერს, რომ საქართველოში პანდემიის შესაჩერებლად არანაირი ბერკეტი არ არსებობს.
“აგერ ბატონო ….
ფხაკაძე გაფრთხილებთ, მაგრამ ვინ გისმენს, მაგინებთ, მლანძღავთ, 1000 სისულელეს წერთ ჩემს წინააღმდეგ… ჩემი თუ არ გჯერათ, ნახეთ თუ რა ხდება ჩეხეთში…
თავის მოტყუება რატომ გვიყვარს, მართლა ვერ გავიგე …
დავიღალე, ოღონდ მართლა
არაფერი არ გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში …
ტყუილი, კორუფცია, არა პროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა, ექსტრემიზმი, ფარისევლური მორწმუნეობა და ყველაფრის შეფუთვა პოლიტიკურ ფერში….
დავიღალე ….
P.S: დაგვერხა, თან ძაან მაგრად ;(- წერს გიორგი ფხაკაძე.
ცნობისთვის, ჩეხეთის მთავრობა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას კიდევ 30 დღით გაახანგრძლივებს, ასევე უფრო მეტად გამკაცრდება დაწესებული ზომები. ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად ვირუსის 3 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil