ინგრედიენტები:
- 600 გრამი ტკბილი ალუბალი
- 2 ს/კ გამდნარი კარაქი
- 4 ცალი კვერცხი
- 1 ჭიქა რძე
- 3⁄4 ჭიქა ფქვილი
- 1⁄4 ს/კ მარილი
- 1⁄2 ჭიქა შაქარი
- 1⁄2 ს/კ ნუშის ექსტრაქტი
- 1⁄2 ს/კ ვანილის ექსტრაქტი
- შაქრის პუდრა
მომზადების მეთოდი
ნაბიჯი 1
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180°C-ზე. წაუსვით კარაქი 26 სმ. სიგანის მრგვალ საცხობ ლანგარს და მოაპნიეთ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა.
ნაბიჯი 2
ჩააწყვეთ ლანგარში ყუნწგაცლილი და უკურკო ალუბლები ერთ ფენად და ცომის მომზადებამდე გადადეთ.
ნაბიჯი 3
გათქვიფეთ კვერცხი დარჩენილ შაქართან და მარილთან ერთად, შეურიეთ ფქვილი, დაამატეთ რძე, ვანილის და ნუშის ექსტრაქტები და თქვიფეთ კარგად შერევამდე. ბოლოს დაამატეთ გამდნარი კარაქი და მოურიეთ. მიღებული მასა ძალიან ჰგავს ბლინების გასაკეთებელ მასას.
ნაბიჯი 4
დაასხით ეს ნარევი ალუბლებს და აცხვეთ 40–45 წუთის განმავლობაში, სანამ არ ამოფუვდება და არ გადაიბრაწება.
ნაბიჯი 5
გააგრილეთ ცხაურზე რამდენიმე წუთით. მირთმევამდე მოაფრქვიეთ შაქრის პურდა. მიირთვით თბილი ან გრილი.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები