ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ახლო მომავალში გექნებათ საშუალება, აირჩიოთ კარგი და ძალიან კარგი სამედიცინო დაწესებულებები“

„ახლო მომავალში გექნებათ საშუალება, აირჩიოთ კარგი და ძალიან კარგი სამედიცინო დაწესებულებები“

26/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის პროცესი მიდის ძალიან კარგად, – 30-მდე სამედიცინო დაწესებულება გადის აკრედიტაციას. ერთი სტომატოლოგიური კლინიკა აკრედიტაციის პროცესის გავლას, ალბათ, უკვე მომავალ კვირას დაასრულებს;
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ფიქრობს, რომ ჯანდაცვაში ხარისხი არის უმთავრესი. ჩვენ გვჭირდება არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა; დაგვემატა რამდენიმე საავადმყოფო და ახლო მომავალში თქვენ გექნებათ საშუალება, აირჩიოთ კარგი და ძალიან კარგი სამედიცინო დაწესებულებები“.

გიორგი ფხაკაძე დარწმუნებულია, რომ უფრო მეტი ორგანიზაცია შემოუერთდება აკრედიტაციის პროცესს და 2-3 დღეში უფრო კარგი ამბები ექნება;
„დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ორგანიზაცია შემოგვიერთდება აკრედიტაციის პროცესში და 2-3 დღეში თქვენთვის უფრო კარგი ამბები მექნება;
ჩვენ ასევე დავიწყეთ უწყვეტი სამედიცინო განათლების დამოუკიდებელი პროცესი, რომ რაც შეიძლება, გაფართოვდეს ქვეყანაში უწყვეტი სამედიცინო განათლების წრე. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ორშაბათს უკვე სიახლეებს გეტყვით;
ვიფიქროთ კარგზე, ვიფიქროთ მომავალზე და იმაზე, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და როგორ წავიდეთ წინ.
ერთმანეთთან ჭიდილით, ბრაზით, მწარე სიტყვებით არაფერი შეიცვლება. სიკეთე აკეთებს სიკეთეს. სითბო შობს უფრო მეტ სითბოს. სიბოროტე და დეპრესია კი დამატებით პრობლემებს ქმნის.
ყველაფერი იქნება კარგად. მე მაგის მჯერა. სირთულეები, გამოწვევები იქნება, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია;
არ დაგავიწყდეთ – ორმეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა საპნით ან დამუშავება სპირტიანი ხსნარით. შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად შეიკრიბოთ იქ, სადაც ბევრი ხალხია. იარეთ სუფთა ჰაერზე, იარეთ იქ, სადაც არ არის ბევრი ხალხი ან საერთოდაც არავინ არ არის.
დეპრესიის წინააღმდეგ ყველაზე კარგი წამალი არის სუფთა ჰაერი და სიმშვიდის ძიება. ღმერთმა საქართველოს საოცარი ბუნება უბოძა, ბევრი ტყე, მდინარე, ტბები. ბუნება გვაქვს სასწაული – გადით ბუნებაში, ეკონტაქტეთ ბუნებას, ეს თქვენ დაგეხმარებათ, აიწიოთ იმუნიტეტი და გაიუმჯობესოთ მენტალური ჯანმრთელობა. ბუნება საუკეთესო წამალია;


და ბოლოს, ძალიან გთხოვთ, ნუ აყვებით ამ უაზრო რეკლამებს ვიტამინების, სუპლიმენტების და საკვები დანამატების მიღების შესახებ – ეს ყველაფერი არის ბლეფი.
ასევე პრე და პოსტ ვაქცინაციის ტესტების და გამოკვლევების გაკეთებას რომ გთავაზობენ, იმ ხალხს ნუ დაუჯერებთ. ეს საჭირო არ არის. სამედიცინო სფეროში ზოგიერთები ძალიან უსინდისოდ აკეთებენ ფულს. ტესტები არის საჭირო მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მკაცრ სამედიცინო ჩვენებაზე დაყრდნობით. ექიმის დანიშნულების გარეშე არანაირი ტესტი არ გაიკეთოთ.
შეიძინეთ იაფიანი სამედიცინო პირბადეები აფთიაქებში, მიირთვით ხილი და ბოსტნეული, იარეთ სუფთა ჰაერზე , ეს არის საუკეთესო წამალი დეპრესიის წინააღმდეგ და იმუნიტეტის ასაწევად. დაეხმარეთ თქვენს იმუნიტეტს. გთხოვთ, ეს ძალიან საჭიროა.
შეეცადეთ, გააკეთოთ დღეში ერთი სიკეთე მაინც. არ არსებობს პატარა და დიდი სიკეთე. გააკეთეთ სიკეთე. ამას თქვენ სხვას კი არა, საკუთარ თავს უკეთებთ….რაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებთ, სამყაროსგან იმდენივე სიკეთე დაგიბრუნდებათ…
ჯანმრთელობას გისურვებთ…მიყვარხართ…“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
ცდებში რევოლუციური შედეგები აჩვენა – შექმნეს კიბოს ვაქცინა ძაღლებისთვის

ცდებში რევოლუციური შედეგები აჩვენა – შექმნეს კიბოს ვაქცინა ძაღლებისთვის

ოქტომბერი 28, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი 2024
3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 28, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

28 ოქტომბერი 2024
ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ

ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ

ოქტომბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
საქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია — ფინალი 5 დეკემბერს თბილისში გაიმართება

საქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია — ფინალი 5 დეკემბერს თბილისში გაიმართება

ოქტომბერი 28, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები