ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedსაქართველოს განუყოფელი ნაწილი - აფხაზეთი და მისი კერძები

საქართველოს განუყოფელი ნაწილი – აფხაზეთი და მისი კერძები

აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ. წეს-ჩვეულებები, ფოლკლორი, გასტრონომია, თანაცხოვრების ისტორია ცხადყოფს, რომ ქართველებსა და აფხაზებს საერთო ფესვები გვაქვს და, ბუნებრივია, ეს კულინარიაზეც აისახა.

აჯიკა და ფქვილით მომზადებული კერძები

აფხაზური სამზარეულოს ხსენებაზე, პირველ ყოვმეგრული და აფხაზური ტრადიციული კულინარიის მოყვარულები დღემდე დავობენ ძრძს სადაურობაზე. ძრძ არის კერძი, რომელიც მაწვნით, აჯიკით, ახალი ხახვით, ახალი ნივრით, მარილითა და ქორფა მწვანილით კეთდება. მერე ამ სოუსში შუაზე გაჭრილ, მოხარშულ კვერცხს ჩაალაგებენ და მაცივარში დგამენ გასაცივებლად. გეახლებიან ცხელ ღომთან ერთად. როგორც ამბობენ, ძრძ აფხაზური კერძია და სამეგრელოში აქედან მოგვიანებით გავრცელდა. შეიძლება,  აფხაზურ სუფრაზე ძრძ წითელი აფხაზური აჯიკით ან მწვანე პიტნიანი აჯიკით შენელებულიც იხილო. 

ხორცისა და ბოსტნეულის კერძები

აფხაზური გასტრონომიული კულტურა ოდითგან მესაქონლეობის ირგვლივ ვითარდებოდა. თუ გავითვალისწინებთ ადგილმდებარეობას, აფხაზეთის დიდი ნაწილი მთაგორიანია და სოფლის მოსახლეობა მესაქონლეობასა და მეჯოგეობას სულ მისდევდა. რძეს საძოვრებზე, მწყემსების ქოხებში გადაამუშავებდნენ და რძის პროდუქტებიც იქვე მზადდებოდა. რძეში იხარშებოდა ცომეულიც, ხშირად ხორციც და რძეში მოხარშული თიკანიც, სავარაუდოდ, ასეთ გარემოში შეიქმნა, მერე წითელი შებოლილი წიწაკის აჯიკა დაემატა და გაჩნდა დაუვიწყარი გემო. დღეს ამ კერძს სამეგრელოშიც ნახავ, მას  განსაკუთრებული სუფრისათვის ამზადებენ და დელიკატესად მიიჩნევა.

ახული – ასე ეძახიან ბოსტნეულის ნიგვზიან კერძს, რომელიც ისტორიის წიაღიდანაა. ახული კეჟერა ფხალია და აფხაზეთში მისი მომზადების საინტერესო რეცეპტი აქვთ. ფოთლებსა და თეთრ მკვრივ ძირებს ჯერ დაამწნილებენ, მარე კარგად გარეცხავენ, გაწურავენ და გატარებული ნიგვზით, ნივრით, ქინძით, წიწაკითა და მარილით შეასუნელებენ. თუ სიმჟავე არასაკმარისია, ძმარსაც დაუმატებენ.

აკუტაგჩაბა – აკუტაგჯი არის კვერცხი აფხაზურად. მოხარშულ კვერცხს ფრთხილად ვჭრით სიგრძეზე, ვაცლით კვერცხის გულს და ვაზავებთ ნიგვზიანი აფხაზური აჯიკით, ბროწეულის წვენით ან წამოდუღებული ძმრით. მიღებული ნაზავით ვავსებთ კვერცხის ცილას და ორივე ნაწილს ვაერთებთ, გარედან ვუსვამთ აჯიკას. ამ კერძს ხშირად ნაბახუსევზე მიირთმევენ, ტყემლის ან ხილის არაყთან ერთად.

აქვტიჟ ნიგვზიანი აფხაზური აჯიკით შეკმაზული მოხარშული დედალია. მოხარშულ დედალს დანით დავსერავთ და კარგად შევაზელთ აფხაზურ ნიგვზიან აჯიკას. უგემრიელესია.

აფხაზური ტკბილეული

გამორჩეული აფხაზური ტკბილეული ციტრუსის მურაბაა.

ერთი ვერსიით, ის კანგაუცლელი მანდარინით კეთდება, მეორე ვერსიით კი შერეული აქვს ფორთოხალი, ლიმონი და გრეიპფრუტი. ეს, ქილაში ჩამტკბარი, მთელი აფხაზეთის არომატების ნაკრები და აფხაზური სამზარეულოს შედევრია. 

ამ მურაბის მომზადებას განსაკუთრებული წესი სჭირდება – ციტრუსის კანმა სპეციფიკური გემო და სიმწარე რომ დაკარგოს, სამ-ოთხჯერ მდუღარე წყალში უნდა დამუშავდეს, მერე 10-12 საათით ვაჟინში ჩაიწყოს და ამის შემდეგ ადუღდეს სამჯერ, 5-5 წუთით.

 

წყარო

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 23, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

ნოემბერი 24, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

25 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები